ტურისტული მარშრუტები

 

                                                                                               თიანეთი–ყვარა–ბოჭორმა

  კავკასიონის მთებისა და მდინარე ივრის ხეობის თვალწარმტაცი ბუნება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით გაჯერებული მთის გრილი ჰაერი, ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, საინტერესო ტურისტული მარშრუტები მეტად მიმზიდველს ხდის თიანეთის მხარეს გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი დასვენებისათვის. დაბა თიანეთი (კურორტების კლასიფიკაციით მიეკუთვნება საკურორტო ადგილს) მდებარეობს თბილისიდან ჩრდილოეთით მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე ქართლისა და კახეთის ქედებს შორის მოქცეულ ვაკეზე ზღვის დონიდან 1100 მ–ზე. მანძილი თბილისიდან თიანეთამდე ცხვარიჭამიას გავლით 60 კმ–ია, რომლის დაფარვაც შესაძლებელია 1.5 სთ–ში. გზის ნახევარზე მეტი მოასფალტებულია, დანარჩენი კი მოხრეშილია ისე, რომ ნებისმიერი მსუბუქი ავტომანქანისათვის ადვილად გასავლელია. თიანეთში ჩასვლამდე ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ სოფ. ღულელებთან გზის მარცხენა მხარეს მდებარე ნადოკრის წმინდა არჩილ მეფის მონასტერი (XIV ს) და მისი საფლავი. 

     დაბა თიანეთში ჩასვლისას ისინი ჩერდებიან სასტუმრო სახლში „მთიები“ (www.welcome.ge/mtiebi), სადაც ისვენებენ, იღებენ მათთვის გამზადებულ საპიკნიკე პროდუქტს და იმავე ტრანსპორტით განაგრძობენ გზას ყვარას მიმართულებით სოფ. არტნამდე. დაბა თიანეთიდან ჩრდილოეთით სოფ. ზემო არტნამდე მოხრეშილი გზა მიუყვება მდ.ივრის მარჯვენა სანაპიროს, რომელზე მოძრაობა შეუძლია ნებისმიერ მსუბუქ ავტომანქანას ან მიკროავტობუსს. გზის სიახლოვეს ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ ისტორიული ძეგლები: ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსი (XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამთავროს ცენტრმა ბოჭორმიდან თიანეთში, კერძოდ კი ბოდოჯის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. როცა ქართლის მეფე ბაგრატ IV კახეთის შემოერთებისათვის ბრძოლისას თიანეთში გადავიდა, მან დაწვა "დარბაზი ბოდოჯისა" –კვირიკე მეფის სასახლე (კახეთის სამეფო რეზიდენცია), რის შემდეგაც კახეთის ადმინისტრაციულმა ცენტრმა თელავში გადაინაცვლა); მამადაანების ეკლესია; ლიშოს ეკლესია; არტნის მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია (XIX ს.); თაღლაურა. 
სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავიდან ყვარას გუმბათოვან და დარბაზულ ეკლესიებამდე (XI – XIII სს) 3 კმ–იანი გზის გაგრძელება შესაძლებელია ფეხით (ან ორხიდიანი ავტომანქანით). აქ, ტურისტები ისვენებენ ივრის ხეობის თვალწარმტაც ბუნებაში, ათვალიერებენ ყვარას ეკლესიებს და აწყობენ პიკნიკს მწვადით. პიკნიკის შემდეგ ისინი ფეხით ბრუნდებიან სოფ. არტნამდე, სადაც მათ დახვდებათ ტრანსპორტი. იმავე დღეს უკან ბრუნდებიან თბილისში ან ღამეს ათევენ დაბა თიანეთში სასტუმრო „მთიებში“.

     მეორე დღეს სასტუმროში საუზმობის შემდეგ ტურისტები ტრანსპორტით მიემგზავრებიან ბოჭორმის ციხე–სიმაგრისაკენ. გზად ისინი ათვალიერებენ ჟალეთის სამნავიან ბაზილიკას (IX-X სს.) და ჟალეთის უძველესი ქალაქის ნანგრევებს, სადაც მცხეთიდან კახეთს მიმავალი წმინდა ნინო შეჩერდა და იქადაგა ქრისტიანობა. დაბა სიონში, სიონის წყალსაცავზე იღებენ წყლისა და მზის აბაზანებს, რომლის შემდეგაც მიემგზავრებიან ბოჭორმის ციხისკენ. ბოჭორმის ციხე-სიმაგრე აღმართულია მდ. ივრის მარცხენა ნაპირზე, ერწოს მხარეს, მაღალი მთის მწვერვალზე. ბოჭორმა წარმოადგენდა შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხე–სიმაგრეს. პირველად იგი X საუკუნის დასაწყისში იხსენიება. შემდეგ საუკუნეებში იგი ბევრჯერ გადაუკეთებიათ და ძალზე დაზიანებული სახით მიუღწევია XVIII საუკუნემდე. XVIII საუკუნეში კი იგი აღუდგენია მეფე ერეკლეს ლეკთა თარეშისგან თავდაცვის მიზნით.
ბოჭორმის ციხისა და წმინდა გიორგის ეკლესიის დათვალიერების შემდეგ ტურისტები ისვენებენ ულამაზეს ბუნებაში, აწყობენ პიკნიკს და საღამოს გომბორის გზით ბრუნდებიან თბილისში.

 

 

 

 

თიანეთი

ისტორიული ძეგლები:

 

1. დაბა თიანეთი და იქ მდებარე ძეგლები (ბოდოჯის სასახლე - ცხრაკარა, ეკლესია თანდგირაანთკარში, ეკლესია ბაღიანების უბანში, ეკლესია ბოდორჯის სასახლესთან, იახსარის ხატი, კეხაციხე-კოშკი, ღთისმშობლის ეკლესია, მთავარანგელოზთა ეკლესია, ნამოსახლარი, სამაროვანი)

 

2. სოფ. ბოკონი  (ადგილის დედის ხატი)

 

3. სოფ. ტუშურები: (ალაჭანი, ისტ. სოფელი, ეკლესია ლომისის ეკლესიის კომპლექსი, წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი)

 

4. სოფ. ჩაბანო  (ალიას ციხე)

 

5.სოფ. ალოტი (ჩეკურიაანთგორის საკრ.: ისტ. სოფელი, ორი ეკლესია კოხის მთაზე, ეკლესია თეთრახევთან)

 

6. სოფ. ნადოკრა, მეფე არჩილის მონასტერი

 

7. სოფ. ახალსოფელი (ეკლესია სასაფლაოსთან)

 

8. სოფ. ბადაანი (სიონის საკრ.: ეკლესია ტყეში, ეკლესია „გუბეების თავთან“, ეკლესია ბზიანთველთან, ნასახლარი ძვ წ. აღ - 3 ათასწლ - ის, ცხრაკარას სასახლის კომპლექსი - ეკლესია, სასახლე,, კოშკი)

 

9. სოფ. თრანი  (ბადანთგორის სამაროვანი)

 

10. სოფ. ბეწენწურები (ნაქალაქარის საკრ.: ისტ. სოფელი, კოშკი, სვიმონის ხატი, ღვთისმშობლის ეკლესია)

 

11.სოფ. ბოდახევა (არტანის საკრ.: კოშკი)

 

12. დაბა თიანეთი (ბოდოჯის ციხე)

 

13. სოფ. ბოკონი (ადგილის დედის ხატი, ეკლესია)

 

14. სოფ.ბოჭორმა (სიონის ტერიტორიული ორგანო.: ბნელი ხატი- ეკლესია, ეკლესია სასაფლაოზე, ეკლესია ქისტაურებში, კოშკი მქლიავანაში, ხოსარის ეკლესია, ნამოსახლარები - სხვ/სხვ პერიოდის, სამების ეკლესია, სამაროვანი, ციხესიმაგრე გომბორის ქედზე - ციხესიმაგრის შიგნით - ბოჭრმის წმ. გიორგის ეკლესია, კოშკები, სასახლის ნანგრევები)

 

15. სოფ. ვერხველი (გაგას ციხე)

 

16. სოფ. გორანა (სიმონიანთხევის საკრ.: ისტ. სოფელი, დარყის წმ. გიორგის ეკლესია, კვირიას ეკლესია, წმინდა მარიამის სახ. ეკლესია, მაღალი ხატი, ღვთისმშობლის ეკლესია)

 

17. სოფ. მელიასხევი (გორშევარდნის ეკლესია)

 

18.სოფ. გოჯიაანები (ახალსოფლის საკრ.: მთავარანგელოზთა ეკლესია, ყველაწმინდის ეკლესია)

 

19. სოფ. გრძელველები (სიონის საკრ.: ადგილის დედის ხატი, ნასოფლარი)

 

20. სოფ. გორანა (დარყის წმ. გიორგის ეკლესია )

 

21. სოფ.დევეენაანთხევი (ეკლესია)

 

22. სოფ. საყდრიონი  (დიდბატონის ეკლესია)

 

23. სოფ.დორეულები (ისტ. სოფელი, ვანათის ხატი, ნამოსახლარი, ნასოფლარი,)

 

24. სოფ.დულუზაურები (კვირიას ეკლესიის კომპლექსი, მთავარანგელოზთა ეკლესია)

 

25. სოფ.ევჟენტი (ეკლესია სოფლის ჩრდ., გალავნის ნანგრევები)

 

26. სოფ.ვერხველი (ზარიძეების საკრ.: ისტ. სოფელი, გაგას ციხე, კოშკკები, ნაგებობათა კომპლექსი)

 

27. სოფ.ვეძათხევა (ნაქალაქარის საკრ.: ისტ. სოფელი, ადგილის დედის ხატი, ეკლესია სოფლის ჩრდილ., ეკლესია აძეძის ნაპირზე, ლომისის ნიში, მარიამწმინდას ეკლესია, ნასოფლარი)

 

28. სოფ.ზარიძეები (ეკლესია, სამარხი, სეროდანის კოშკი)

 

29. სოფ. ორხევი (ზარიძეების ეკლესია)

 

30. სოფ.ზემო არტანი (აონის ხატი, ორი ეკლესია ნასოფლარ ყვარის ტერიტორიაზე, ეკლესია ნასოფლარ სოფლიონის აღმ -ით, ეკლესიის კომპლექსი - კოში, ეკლესია, გალავანი -ტყეში,; კოპალას ხატი, კოშკი, ლაშარის ხატი, ლითაგორის ეკლესია, მთავარანგელოზთა ეკლესია, საზარე და ბეღელი, სამაროვანი, ხატის ბეღელი)

 

31.სოფ. ზემო ნაქალაქარი (ისტ. სოფელი, ეკლესია ტყეში, ეკლესია მთიულთხევის სათავეებთან, თელეთუბნის წმ. გიორგის ეკლესია, ნასახლარი, ნასოფლარი ბუჭური, ნასოფლარი ნაყვერსის, ნასოფლარი საყდრისგორაზე, საყდართგორის ეკლესია და სამაროვანი, ზეგარდის ხატი)

 

32. სოფ. საყდრიონი (თამარის საყდარი)

 

33. სოფ.თეთრახევა (ისტ. სოფელი, ადგილის დედის ხატი, წმ. გიორგის ხატი)

 

34. სოფ. ხოფცა  (თეთრი გიორგის ეკლესია)

 

35. სოფ.ზემო ნაქალაქარი (თელთუბნის წმ. გიორგის ეკლესია)

 

36. სოფ.თოლენჯი  (სიმ.ხევის ტერ. ორგანო, ისტ. სოფელი, ლომისის ეკლესია, ლომისის ნიში, მარიამწმინდას ეკლესია, ნამოსახლარი გორა, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია)

 

37. სოფ.თრანი (ღულელების საკრ.: ისტ. სოფელი, ადგილის დედის ხატი, ბადათგორის სამაროვანი, კოკოთახოების ეკლესია, ნასოფლარი, ნამსოახლარები , პირიმზის ხატი, რკინისკალოს სამაროვანი, ხიდი)

 

38. სოფ. იარაჯულები (ზარიძეების საკრ.: სამაროვანი)

 

39    დაბა თიანეთი   (კეხაციზე)

 

40. სოფ. კვერნაულა (ზემო არტნის საკრ.: ადგილის დედის ხატი, ორი ეკლესია ტყეში მდ. მოლამურისხევის მარჯვენა ნაპირზე, კვირიას ხატი, კოშკი, ლაშარის ეკლესია, ორი სამლოცველო ტყეში)

 

41. კვირიასხევი (ღულელების საკრ.: ნასოფლარები)

 

42. სოფ. ჩეკურაანთგორი (კვირიჯვრობის ეკლესია)

 

43. სოფ. თრანი (კოკთახოების ეკელსია)

 

44. სოფ. ჩეკურაანთგორი (კოჟიას ხატი)

 

45. სოფ. ჩეკურაანთგორი (კოხიწვერის ანგელოზის ეკლესია )

 

46. სოფ.ლახატო (ზარიძეების საკრ.: ისტ. სოფელი)

 

47. სოფ. ლელოვანი (ჟებოტის საკრ.: ეკლესია ყარელანთ ტყეში)

 

48. სოფ. ზემო არტანი (ლითაგორის ეკლესია)

 

49. სოფ.ლიშო (არტნის საკრ.: ეკლესია სოფელში, ხახმატების ჯვრის ეკლესია)

 

50. დ. სიონი (ლოდების წმ. გიორგის ეკლესია)

 

51. სოფ. ალაჭანი (ლომისის ეკლესია)

 

52. სოფ.მაგრანეთი (ნაქალაქრის ტერ. ორგანო.: გალავანი, ეკლესია სასაფლაოზე, , ეკლესია ხატისხევის მარცხენა ნაპირზე, თამრებაის კვარი - ეკლესია, კვირაცხოვლის ეკლესია, კოშკი, ნამოსახლარი, ნასოფლარი, სამაროვნები, საცხოვრეგორის სამაროვანი, ყორღანები)

 

53. სოფ.მამადაანები (დ. თიანეთის ტერ. ორგ. ისტ. სოფელი, ბერის სენაკი, ეკლესია ტყიანი მთის კონცხზე, ეკლესია ტყეში, მთავარანგელოზის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია)

 

54. სოფ.მელიასხევი (სიმონიანთხევის საკრ.: გორშევარდენის ეკლესია, გორშევარდნის ყორღანები, სამაროვანი)

 

55. სოფ.ნადოკრა (სიმონიანთხევის ტერ.ორგანო.: ისტ. სოფელი, არჩილის მონასტერი - სამონასტრო კომპლექსი, მარანი, კოშკი, ეკლესია სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე, ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი)

 

56. სოფ.ომარაანი ( დ.სიონის ტერ. ორგანო.: ორი მცირე ეკლესია, ნასოფლარები, ღვთისმშობლის ეკლესია)

 

57. სოფ.ორხევი (დ.სიონის ტერ. ორგანო: ეკლესია სასაფლაოზე, ეკლესია ხუცურაულების უბანში, ეკლესია მდ. ორხევის ნაპირზე, ზაქარიების ეკლესია, კვირიას ხატი, ნასახლარები, ორმოსამარხები, სამაროვანი)

 

58. სოფ. ხოფცა  (პირიმზითის სამაროვანი)

 

59. დაბა სიონი (ჟალეთის ბაზილიკა)

 

60. დ.სიონის ტერ. ორგანო (ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი)

 

61. სოფ.ჟებოტა (ისტ. სოფელი, ამაღლებსი ეკლესია და სამრეკლო, ეკლესია სასაფლაოზე, ეკლესია სოლოსმანაზე, ორი ეკლესია იხინჭის ჩრდილოეთით და ერთიც იხინჭას სამხრეთით, ლაშარის ჯვრის ნიში, მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი, წმ. მარიამის ეკლესია, სამრეკლო; საღირაანთ დიდი და მცირე ეკლესიები, კოპალას ეკლესია, ჯუჯულის ხატი)

 

62. სოფ. თრანი (რკინისკალოს სამაროვანი )

 

63. სოფ. ჟებოტა (საღირაანთ დიდი და მცირე ეკლესიები)

 

64. სოფ. ზემო ნაქალაქარი (საყდართგორის ეკლესია და სამაროვანი)

 

65. სოფ. მაგრანეთი (საცხრეგორის სამაროვანი)

 

66. სოფ.საყდრიონი (ხევსურთსოფლის ტერიტ. ორგანო.: ისტ. სოფელი, ამაღლების ხატი, დიდბატონის ეკლესია, ეკლესია - „თამარის საყდარი“, თეთრი გიორგის ხატი, ლომისის ნიში, წმინდა მარიამის ეკლესია, საღირაანთ ხატი, სვიმონის ხატი, წაწიას ხატი, წმ. გიორგის ეკლესია და სამრეკლო)

 

67. საჭურე (ისტ. სოფელი, ეკლესია )

 

68. სოფ. სახევი (არტნის ტერიტ. ორგანო.: ეკლესია)

 

69. სოფ. საჯინიბო (დ.სიონის ტერ. ორგანო. კოშკი, ეკლესია საყდრების ხევში)

 

70. სოფ. ზარიძეები (სეროდანის კოშკი)

 

71. სოფ. სიმონიანთხევი (ეკლესია, სამაროვნები)

 

72. სოფ.სიონთგორი (ღულელების ტერიტ. ორგ.: ისტ. სოფელი, სამაროვანი)

 

73. დ. სიონი (ბაზილიკა და სამაროვანი, ორი მცირე ეკლესია ნასოფლარ კუპრიანთკარის მიდამოებში, ეკლესია ნასოფლარ უკუღმართის ტერიტორიაზე, კოპალას ეკლესია, კუპრიანთკარის სამაროვანი. ლოდების წმ. გიორგის ეკლესია, ნამოსახლარები, ჟალეთის ბაზილიკა, ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი, ჟალეთის (ჯალეთის) ეკლესია, სამაროვანი, საყარაულოს სამაროვანი, ციხე, ჭიანჭველთგორის კვირიკეს საყდარი)

 

74.სოფ. სხლოვანი (არტნის ტერიტ. ორგ. ეკლესია )

 

75. სოფ.ტოლათსოფელი ( ღულელების საკრ.: იახსრის ხატი, ნასახლარი, სამაროვანი, ღვთისმშობლის ეკლესია - სამრეკლო)

 

76. სოფ. ტუშურები ( ეკლესია და კოშკი, კოპალას ხატი, კვირიას ხატი, ლაშარის ჯვის ნიში, მრავალწლის წმ. გიორგის ნიში, ფუძისანგელოზის ხატი, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთისმშობლის ხატი, წმ. გიორგის ხატი)

 

77. დაბა სიონი  (უკუღმართის ეკლესია)

 

78. სოფ. ფიჭვიანი (ნამოსახლარი, ნასოფლარი)

 

79. ქვემო ნაქალაქარი (ეკლესია სოფელში)

 

80. სოფ. მაგრანეთი (ქუშანაანთგორის ნამოსახლარი)

 

81. სოფ.ქუშხევი (არტნის ტერიტ. ორგანო.: კოშკები, ხატი და სამრეკლო)

 

82. სოფ.ღულელები (კვირიას ეკლესია, ეკლესია ტყეში, ნასოფლარი, სამაროვანი, ღვთისმშობლის ეკლესია)

 

83. სოფ.ყუდრო (სიონის ტერიტ. ორგ.: ადგილის დედის ხატი, ეკლესია საყდრებისხევში, ეკლესია ჩრდ-დას, ეკლესია საყდრებისხევის მარცხ ნაპირზე, კოშკი)

 

84. სოფ. შარახევი (ზარიძეების ტერიტ. ორგ.: ისტ. სოფელი)

 

85. სოფ. ჩაბანო (ახალსოფლის ტერიტ. ირგ.: ალაის ციხე, ორი ეკლესია სასაფლაოსთან, ეკლესია ტყეში, ეკლესიის კომპლექსი - ტყეში- ეკლესია, ზურგიანი კოშკი; ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია)

 

86. სოფ.ჩეკურაანთგორი (ეკლესია სასაფლაოზე, კვირაცხოვლის ეკლესია, კვირიჯვრობის ეკლესია, კოხიწვერის ანგელოზის ეკლესია, კოჟიას ხატი, ღვთისმშობლის ეკლესია)

 

87. სოფ. ბადაანი (ცხრაკარას სასახლის კომპლექსი)

 

88. სოფ.წიკვლიანთკარი (ტუშურების ტერიტ. ორგ.: კოტიას წმ. გიორგის ხატი)

 

89.სოფ. წყაროთუბანი (ღულელების ტერიტ.ორგ.: ნასოფლარი)

 

90. სოფ.ჭიაურა (ახალსოფლის ტერიტ.ორგ.: კოშკი,)

 

91. დ.სიონი (ჭიანჭველთგორის კვირიკეს საყდარი)

 

92. სიფ. ჭურჭელაურები (თიანეთის ტერტ.ორგ: ისტ. სოფელი, ეკლესია მთის წვერზე, კვირიას ხატი)

 

93. სოფ. ხადოელები (ღულელების ტერიტ ორგ.: კვირაცხოვლის ხატი)

 

94. სოფ. ხაიშო (ახალსოფლის ტერიტ ორგ.: ისტ. სოფელი, წმ. გიორგის ეკლესია)

 

95. სოფ. ხევსურთსოფელი (ისტ. სოფელი, საყდარგორის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია)

 

96. სოფ. ბოჭორმა (ხოშარის ეკლესია)

 

97. სოფ. ხოფცა (ზარიძეების საკრ.: თეთრი გიორგის ეკლესია)

 

98. სოფ. ჯიჯეთი (ზარიძეების ტერიტ ორგ..: ორი ეკლესია ტყეში, ეკლესიის კომპლექსი, კოშკი, პირიმზითის სამაროვანი, წმ. გიორგის ციხე, ჯიჯეთის ხევის სამაროვანი)


თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით