ზოგადი ინფორმაცია

      თიანეთის მუნიციპალიტეტი  ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
მას ჩრდილო-დასავლეთით  დუშეთის,  აღმოსავლეთით - ახმეტის, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.
ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1924 წლამდე თიანეთის მაზრის ცენტრს წარმოადგენდა.1924 წლიდან დუშეთის მაზრას მიეკუთვნებოდა,ხოლო 1932 წლიდან თიანეთი დამოუკიდებელ ადმინისსტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბდა.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი,რომელიც თბილისიდან  78 კილომეტრით, ხოლო მცხეთიდან 42 კილომეტრითაა დაშორებული. 
 მუნიციპალიტეტი შედგება 2 დაბისა და 84 სოფლისგან, რომლებიც  თვითმმართველობის 12 ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული.

     კლიმატი

 მუნიციპალიტეტის ყველაზე დაბალ ნაწილში ზომიერად ნოტიო ჰავაა.  დამახასიათებელია ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული . 
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა  8,5 º.  ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი  20 º დან  36 º - მდე აღწევს.
მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილში ნალექი წელიწადში 620 მმ–ია, მაღალ ნაწილში 1300 მმ – 1800 მმ.
ზამთრობით თოვლის საბურველის სისქე 20 სმ–დან  2მ–დე აღწევს (მაღალ მთებში).

     ● მოსახლეობის რაოდენობა:
      (2002 წლის მონაცემებით)

მათ შორის: 

● ქალაქის  4,568 კაცი
● სოფლის: 8540 კაცი
● მოსახლეობის სიმჭიდროვე – 15კაცი /კვ.კმ
● მოსახლეობის 30% ცხოვრობს 2 დაბაში (თიანეთი, სიონი).  
● მოსახლეობის 70% კი განაწილებულია სოფლებში.

მაცხოვრებელთა 98,3% – ქართველი,  ხოლო დანარჩენი სხვა ეროვნების მოქალაქეები.

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა

 

    ● სასწავლო – აღმზრდელობით დაწესებულებათა რაოდენობა და პროფილი თიანეთის მუნიციპალიტეტში:

●13 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
●14 საბავშვო ბაგა–ბაღი;
●1 სამუსიკო სკოლა;
●17 ბიბლიოთეკა;
●2 მუზეუმი: თიანეთის მხარეთმცოდნეობისა და  მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი;

 

●კულტურისა და დასვენების ობიექტები:

  ✔ მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

    ✔ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

    ✔ვაჟა – ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი

 ● პარკს 2014 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოპირკეთდა აგურის ფილებით, გაკეთდა სავალი ბილიკები;

● აშენდა 300 ადგილიანი ღია საკონცერტო დარბაზი, 500 ადგილიანი ქართული ჭიდაობის არენა.

✔ დაბა თიანეთის კულტურის სახლი

 2015 წელს კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა,მოეწყო სველი წერტილები.დარბაზი აღიჭურვა შესაბამისი აპარატურით და კინოკლუბის ფუნქციაც შეითავსა.


თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით