განცხადებები
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა შემდეგ კომისიებს:
1. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას

თავ-რე. თეიმურაზ ცოცხალაშვილი

2. ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიას

თავ-რე ზურაბ ქიტესაშვილი

3. სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიას

თავ-რე დავით მგელიაშვილი

4. სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას

თავ-რე ბესიკ უშიკიშვილი



და

ფრაქციებს:

1. ”ქართული ოცნება-თიანეთის მომავლის” თავ-რეს ლერი ბაინდურაშვილს

2. „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავ - რეს ზვიად ზვიადაურს

3. „ქართული ოცნება -მრეწველების" თავ - რეს გრიშა მინდიკაურს

4. „დემოკრატიული მოძრაობის" თავ - რეს თამაზ იარაჯულს



ადგილსამყოფელი: დ. თიანეთი



თქვენი შენიშვნები, წინადადებები, დასკვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ შემდეგ მისამართზე: რუსთაველის ქუჩა #67

ტელ: 0 (348) 29 16 89 ელ. ფოსტა tianeti.sakrebulo@gmail.com

შეიქმნა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის უფლებამოსილი კომისია
შეიქმნა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის უფლებამოსილი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.ზურაბ ქიტესაშვილი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების და ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)

2.იმედა შენგელია - მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის,ეკონომიკის,ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი (თავმჯდომარის მოადგილე)

3.ბაჩუკი მეჭიაური - მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

4.გივი უჯარაშვილი - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის" უფროსი სპეციალისტი

5.ელგუჯა მოსახლიშვილი - მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის,ეკონომიკის,ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის მთ.სპეციალისტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N38, 2013 წლის 5 ივლისი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ.
დანართი:
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N37, 2013 წლის 5 ივლისი
საარჩევნო სუბიექტებისათვის,წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეწყობის მიზნით,დ.თიანეთში მდებარე კულტურის სახლის სასცენო დარბაზის გამოყოფის შესახებ.
დანართი:
საავტორო სიმღრის ფესტივალი ,,სიონის ზარები 2012”
მეგობრებო! ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს კონკურსს საავტორო სიმღერის ფესტივალის "სიონის ზარები 2012" ლოგოზე. მსურველებმა ლოგოს ესკიზები და მზა ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Tianeti-gamgeoba@mail.ru

sharmiashvili.qetevan@mail.ru

2012 წლის 20 მაისამდე გვარის, სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. მიღებული ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე www. Tianeti.org.ge, ხოლო გამარჯვებულს გამოავლენს საორგანიზაციო კომიტეტი.

ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს გახდეთ ამ ფესტივალის ლოგოს ავტორი!

გამარჯვებული ლოგოს ავტორი მიწვეული იქნება ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით და მიიღებს უნიკალურ პრიზს ფესტივალის ორგანიზატორებისაგან....

გისურვებთ წარმატებას!

"Summer Job" პროგრამის მონაწილეებთან ხელშეკრულების გაფორმების პირობები
თიანეთის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, (მისამართი: რუსთაველის ქ.N67) სადაც მოხდება შრომით ხელშეკრულების გაფორმება. სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თუ სტუდენტი მითითებულ ვადაში არ გამოცხადდა , იგი გამოეთიშება პროგრამას და მის სამუშაო ადგილზე 15 მაისის შემდეგ გამოცხადდება ხელახალი რეგისტრაცია, რაც საშუალებას მისცემს იმ სტუდენტებს, ვინც ვერ მოასწრო პირველადი რეგისტრაციის გავლა და სურვილი აქვს აღნიშნულ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.

დამატებეითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595 111 729 (მარიამ შეყელაძე)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაცნობებთ, ს/ს ,,ენერგო–პროჯორჯია” მცხეთა–მთიანეთის ფილიალიდან შემოსული წერილის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ პერიოდული შემოვლა–დათვალიერებისას, მოსახლეობის მხრიდან აღმოჩენილია სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გახდეს უბედური შემთხვევის მიზეზი. ამიტომ მუნიციპალიტეტის გამგეობა გაფრთხილებთ:

• აკრძალულია ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების მუშაობისას ასაწევი ტვირთის, ავტოკოშკურის კალათის ქვეშ, აგრეთვე დასაჭიმი სადენების (გვარლების), საბრჯენების, სამაგრების და მომუშავე მექანიზმების უშუალო სიახლოვეს 5 მეტრზე ახლოს ადამიანების ყოფნა!

• მუშა მდგომარეობაში მყოფ ტვირთამწე მანქანა მექნიზმებთან მიახლოება საშიშია სიცოცხლისათვის!

• გარეშე პირს არ აქვს უფლება იმყოფებოდეს ენერგო კომპანიის პერსონალის სამუშაო ადგილზე რადგან ეს სიცოცხლისათვის საშიშია და ეს შეიძლება დამთავრდეს სასიკვდილო შემთხვევით!

• ნუ დაუშვებთ ბავშვების ყოფნას და გადაადგილებას საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზის ტრასაზე, სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაციისა და გამრიცხველიანების სამუშაოები!

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია

1




თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით