სიახლეები
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას - ინტერვიუ პაატა ივანაურთან 1 თებ, 2018
საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ პირველ რიგში, მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობ ხელს. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ, გამოგვერკვია, როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით, რა პრობლემების წინაშე დგას აღნიშნული დარგი და როგორია მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობა, - ამ საკითხებზე კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პაატა ივანაური გვესაუბრება.

პაატა ივანაური: თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, სრულად ხორციელდება კანონით განსაზღვრული პროგრამები. წინსვლა და წარმატებებიც გვაქვს ამ დარგში და, რა თქმა უნდა, პრობლემაც ჯერ კიდევ ბევრია. ამ



საკითხებზე არაერთხელ გვისაუბრია და საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე, ალბათ კიდევ მოგვიწევს საუბარი. ახლა კი მინდა იმ პრობლემას შევეხო, რომელსაც დიდმა სახელმწიფოებმა „ სოფლის მეურნეობის შავი ჭირი“ უწოდეს და მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები ჯერ კიდევ სრულად არ შემუშავებულა.

ამ პრობლემას აზიური ფაროსანა ჰქვია და რადგან გაზაფხულამდე დიდი დრო აღარ დარჩა, ვფიქრობ, ამჯერად ამ მავნებელზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბარი სწორედ დროული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მწერი თიანეთის სოფლებში ჯერ არ გმოჩენილა(თუმცა, თითქოს აქაც იყო რეციდივი, მაგარამ ლაბორატორიული კვლევით არ დადასტურდა), როცა სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს, ჩვენმა მოსახლეობამაც ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს, რადგან მისი გავრცელებისგან დაცული არც ჩვენი სოფლებია.

- რა არის აზიური ფაროსანა და როგორ ვებრძოლოთ მას?

აზიური ფაროსანა ( აზიური ბაღლინჯო) მავნებელია, რომელსაც შეუძლია დააზიანოს 300-მდე სახეობის ხეხილოვანი, ბოსტნეული, დეკორატიული და ტყის მცენარე. იგი გავრცელებულია აშშ-ში, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთში. საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და სიმინდიც დააზიანა. ხოლო 2017 წელს დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი თითქმის სრულად განადგურდა და, გამომდინარე აქედან, მისი ექსპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას, უკვე გადასულია ციტრუსებზეც. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.

აზიური ფაროსანა გაზაფხულზე-აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და მავნეობას გვიან შემდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მის მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.





ფაროსანა ტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში სიმინდზე გადადის. ის ინტენსიურად ჩხვლეტს სიმინდის ფუჩეჩს და აზიანებს მარცვალს. მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ სახლებში, ცხოველთა სადგომებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე. ასევე, ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.

გამოზამთრების შემდეგ აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, იწყებს მცენარეებით კვებას და კვერცხდებას. ზრდასრულ ფაროსანას ახასიათებს განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშებზე - თეთრი ზოლები.

- როგორია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, როგორ უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა და რა სახის პრეპარატებია რეკომენდებული. როგორ არის გააზრებული საფრთხეები და რა მასშტაბის სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფოს მიერ?

- მთავრობის დადგენილებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 50 მილიონი ლარი გამოყო ფაროსანასთან საბრძოლველად, საიდანაც გარკვეული თანხა მოხმარდება შესაბამისი ტექნიკისა (თერმული ნისლის გენერატორები, სამანქანე შემასხურებლები, სატრაქტორე აგრეგატები, მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი) და ნაწილი კი- ქიმიური პრეპარატების შეძენას. ამასთან, სამინისტროს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც გრძელდება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც გულისხმობს როგორც ამ ღონისძიებების მასშტაბურობის გაზრდას, ასევე მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას.

არსებობს ბრძოლის ქიმიური და მექანიკური მეთოდები. ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების წესების და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვით. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოში ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურაკურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ჰექტარზე.

- როდის და რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა?





- მნიშვნელოვანია, რომ ხეხილისა და თხილის ბაღებში, თუნდაც თეთრახევაზე, ჟოლოს მწარმოებელი კოოპერატივის ტერიტორიაზე მაისიდან დაიწყოს ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე. მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა, რომელიც ეფექტიანია ნიმფის(მატლის) ფაზაში. პირველი წამლობა, მაღალმთიან ადგილებში ანუ თიანეთის მუნიციპალიტეტში, უნდა ჩატარდეს ივნისის შუა რიცხვებში. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდში მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე. მეორე წამლობა ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში ტარდება, ხოლო მესამე - თხილის მოსავლის აღების შემდეგ. მეოთხე წამლობა სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ტარდება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, ხოლო მეხუთე- სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.

როგორც აღვნიშნე, არსებობს ბრძოლის მექანიკური საშუალებებიც: 1. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად. 2. სახლებში შესულ ფაროსანას სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან (მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება, საპნიანი ხსნარის გამოყენება და სხვ.) 3. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე. წ. „მოიზიდე და მოკალი“-ს მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ფაროსანა კვდება ბადესთან კონტაქტის შედეგად. 4. ვეგეტაციის პერიოდში ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონი თავსდება და ტარდება ყოველკვირეული წამლობა ზემოხსენებული ინსექტიციდებით.

- თიანეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მაღალგანვითარებადი დარგი ხდება მეფუტკრეობა. რამდენად უსაფრთხო იქნება გამოყენებული პრეპარატი ფუტკრისთვის და რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ წამლობის პერიოდში?





- 2017 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სათანადო სიფრთხილის გამოჩენისას, ფაროსანას წინააღმდეგ რეკომენდებული პრეპარატებით რეგლამენტის დაცვით ჩატარებული წამლობა ფუტკრისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. სპეციალისტების რჩევით, უბრალოდ, უნდა მოარიდონ ფუტკარი ქიმიურ წამლობას, რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოუშვან სკებიდან, ხოლო შესხურება ჩაატარონ დილის და საღამოს საათებში.

ეს რეკომენდაციები ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია, ხოლო თუ თიანეთის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდება აზიური ფაროსანა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისე, როგორც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, 1 ოჯახს თითო ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი(დაახ. 2 ჰა ფართობის დამუშავებაა შესაძლებელი) გადაეცემა, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში. ასევე, მოსახლეობა მიიღებს შესაბამის ინსტრუქციას მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების შესახებ.

- არის თუ არა შესაძლებელი მავნებლის სრულად განადგურება?

- აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები: იაპონია, ჩინეთი, კორეა. აშშ-ში პირველად 2001 წელს დაფიქსირდა და მის მიერ სოფლის მეურნეობისათვის მიყენებულმა ზარალმა 21 მლრდ დოლარი შეადგინა. დღეისათვის აშშ-ში მავნებელი ბოლომდე დამარცხებული არ არის, თუმცა მისი პოპულაცია შემცირდა და კონტროლირებადია. შესაბამისად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბრძოლის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია.

ნათელა კოჭლამაზაშვილი
თიანეთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს 'მერების შეთანხმებით'ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას 9 თებ, 2018
9 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა თემაზე „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“. შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა გიორგი ...
თიანეთის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 1 თებ, 2018
31 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა შალვა გივიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების ...
თიანეთში ქრისტეშობის დღესასწაული აღინიშნა 7 იან, 2018
ქრისტესშობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო. თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საუფლო დღესასწაული საზეიმო ...
საახალწლო ნობათი შეჭირვებულ ოჯახებს 30 დეკ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივითა და პოეტ ტარიელ ხარხელაურის თაოსნობით საახალწლოდ გახსნილმა სპეციალურმა ანგარიშმა, მცირე დროში, უამრავი ...
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით