სიახლეები
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა საფუძველი. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია „მწვანე ზონად“ გამოცხადდა, რომლის მიზანია ისტორიული ერწო-თიანეთის „მწვანე“ მხარედ გადაქცევისა და ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა. თიანეთს სამრეწველო და სატრანსპორტო კუთხით დაბინძურება თითქმის არ შეხებია. შენარჩუნებულია ეთნო-კულტურული ტრადიციები. აქ წარმოებული პროდუქციის 70-80% ნატურალურია. უკვე ტრადიციადქცეული მწვანე თიანეთის ოქროსფერი შემოდგომა, რომელიც მიზნად ისახავს თიანეთში წარმოებული ნატურალური პროდუქციის პოპულარიზაციას და ხელშეწყობას, თიანეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების და საჯარო სკოლების მიერ მოწყობილი ნატურალური პროდუქტების, ჩაის ნაყენის, სასმელების გამოფენით აღინიშნა 15 ოქტომბერს თიანეთის კულტურის სახლში. სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ და დაეთვალიერებინათ ჩვენს კუთხეში წარმოებული პროდუქცია თუ ველურად მოზარდი კენკროვანი, მათგან დამზადებული ჩაი, ნაყენი, წვენი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა -მთიანეთის რეგიონში ბ-ნი ლევან ზაუტაშვილი, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ბ-ნი შალვა გივიშვილი, თიანეთის საპატიო მოქალაქე ბ-ნი გოჩა ტყეშელაშვილი - სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, რომელთაც აღნიშნეს თიანეთის უპირატესობა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, როგორც ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი მხარის და გამოთქვეს სურვილი და მზაობა მხარდაჭერის. თიანეთისთვის პრიორიტეტულია სოფლის ტურიზმის განვითარება ტურისტული სოფლების შექმნის თვალსაზრისით და ჩვენს ამ ინიციატივას მხარს უჭერს ტურიზმის ეროვნული აღორძინების სააგენტო, რომლის ორგანიზებით ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა კონცერტი ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობით. თიანეთის „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერმა შემოდგომამ“ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თიანეთში ქრისტეშობის დღესასწაული აღინიშნა 7 იან, 2018
ქრისტესშობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო. თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საუფლო დღესასწაული საზეიმო ...
საახალწლო ნობათი შეჭირვებულ ოჯახებს 30 დეკ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივითა და პოეტ ტარიელ ხარხელაურის თაოსნობით საახალწლოდ გახსნილმა სპეციალურმა ანგარიშმა, მცირე დროში, უამრავი ...
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით