მთავარი გვერდი
თიანეთში სახალხო დღესასწაული ყველიერი გაიმართა 18 მარ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ტუშურებში სახალხო დღესასწაული „ყველიერი 2016” გაიმართა. მოეწყო ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. წლევანდელი „ყველიერი“, წინა წლებისგან განსხვავებით, მონაწილეთა სიმრავლით გამოირჩეოდა, ჭიდაობის ჩემპიონატზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 61 მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია.

შეჯიბრება ათ წონით კატეგორიაში გაიმართა.

„ყველიერი 2016”-ის ფალავანი და ა.(ა).ი.პ „სპორტული კუბი თიანეთის“ მიერ დაწესებული მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ლევან ბერბერაშვილი (სოფ. ტუშურები), ხოლო

მეორე და მესამე ადგილები დავით ქაჩლიშვილმა (სოფ. ზარიძეები ) და ბესარიონ ქისტაურმა ( სოფ. ხევსურთსოფელი) დაიკავეს.



გამარჯვებულებს, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და თასები, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მთ.სპეციალისტმა ვლადიმერ უშიკიშვილმა და ა.(ა.)ი.პ “სპორტული კლუბი თიანეთის“ დირექტორმა გიორგი ბიჩელაშვილმა გადასცეს.

წლევანდელი „ ყველიერი“ განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილეებს შორის

მოჭიდავე გოგონებიც აქტიურობდნენ. ( 40 კგ.წ. კატეგორია)

გოგონებს შორის გამარჯვებული გახდა მაია გიანაშვილი. (სოფ. ტუშურები)

„ყველიერი,“ როგორც რელიგიური ხასიათის ფართომასშტაბიანი სახალხო დღესასწაული შორეული წარსულიდან მოდის და საუკუნეების მანძილზე ტრადიციად ჩამოყალიბდა .

იგი დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იწყებოდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. “ყველიერი“ მასიური ლხენის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. იმართებოდა სხვადასხვა სახალხო წარმოდგენა, სადაც მთელი რაიონის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. ეწყობოდა ჭიდაობა, ცეკვა-თამაში დოლ-გარმონის თანხლებით. გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თეატრალურ წარმოდგენებში.

„ყველიერის“ დღეებში იმართებოდა , აგრეთვე, „ყეენობა“ . თავდაპირველად მასში ბუნების ძალებს, ზამთარს და გაზაფხულს უპირისპირებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისტორიულ ხანაში მან სხვა შინაარსი მიიღო და უცხოელ დამპყრობელთა წინააგმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ სახედ გადაიქცა.

დღესდღეობით, თიანეთში „ ყველიერის“ მრავალმხრივი ღონისძიებებიდან მხოლოდ ჭიდაობა შემორჩა, რომელიც ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იმართება.
თიანეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 12 აპრ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. წელს შ.პ.ს „მექანიზატორსა“ და კერძო ტექნიკის მფლობელებს შორის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში 9 აპრილი ღონისძიებით აღინიშნა 11 აპრ, 2016
9 აპრილი ქართველი ერისათვის უზარმაზარი ტკივილის და ამავდროულად გმირობისა და სიამაყის დღეა, რადგან 27 წლის წინ უდანაშაულო ქართველი ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციის უფროს მრჩეველს უმასპინძლა 7 აპრ, 2016
4 აპრილს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალბატონმა ლელა ქიტესაშვილმა, საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციების თანამშრომლობის პროგრამის ...
თიანეთში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ 4 აპრ, 2016
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა! ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ...
თიანეთსი გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა 2 აპრ, 2016
✔თიანეთში ყოველკვირეული კულტურული ღონისძიებები გრძელდება... 1 აპრილს, თიანეთის კულტურის სახლში, სსიპ დაბა თიანეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით XX საუკუნის ...
თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა 23 მარ, 2016
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , „ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს“ ორგანიზებით ( წარმომადგენელი ...
თიანეთში პოლიტიკოს ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა 18 მარ, 2016
„შეხვედრა პოლიტიკოს ქალბატონებთან“- ამ შინაარსის შეხვედრა გაიმართა დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში. თიანეთის 1-ლი საჯარო სკოლის ...
დ.თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში 500-ზე მეტი არყისა და ნაძვის ნერგი დაირგო 18 მარ, 2016
17 მარტს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ-ების თანამშრომლებმა დ. თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში 500 ძირი არყისა და 40 ძირი ნაძვის ნერგი ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“- ს განხორციელება დაიწყო. 18 მარ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტში „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“- ს განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ პროექტში შ.პ.ს ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით