მთავარი გვერდი
ქართული გენია, როკვით განფენილი... 9 ივნ, 2016
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი სამონადირეო ცეკვა, აგრეთვე, ნაყოფიერების ღმერთის- შუშპას პატივსაცემად

შესრულებული რიტუალური ფერხული ყოფილა.

ქართული ცეკვით მოხიბლული მსოფლიო მქუხარე ოვაციებით ეგებება ქართულ ანსამბლებს. სამშობლოდან გაძევებულმა გრიგოლ რობაქიძემ, როცა ვენის დიდი თეატრის სცენაზე სუხიშვილების მოცეკვავეების გამოსვლა ნახა, “ქართული გენია, როკვით განფენილი” უწოდა.

ასეთი ანსამბლებითა თუ მოცეკვავეებით საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი იწონებს თავს.

თიანეთიც არასდროს მდგარა კუთხეში. აქ მრავალი თაობა აღიზარდა ცეკვის ხელოვნებას ნაზიარები. შემდგომში მათ შორს გაუთქვეს სახელი მშობლიურ რაიონს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოცეკვავის გზით მიდიოდა თიანელი ოთო ლევერაშვილის ცხოვრებაც. მაგრამ ნიჭმა და მონდომებამ შეუძლებელი შეაძლებინა. ჯერ თბილისის ცნობილ ანსამბლებში ცეკვავდა, შემდეგ შორეულ ელადაში, დიონისოს მშობლიურ კუთხეში გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ქართველ ემიგრანტთა შვილებს ქართული სული გაუღვიძა. წარმატებულმა და ევროპაში აღიარებულმა ქორეოგრაფმა უკან არ დაიხია და ერთობ რთული ექსპერიმენტის მონაწილე გახდა. დღეს ოთო ლევერაშვილი ორ ანსამბლს ხელმძღვანელობს_ერთს საბერძნეთში, მეორეს_თიანეთში. როგორია ერთდროულად ორი ქვეყნის მსახურება, რა გზა გაიარა, რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს მათ განხორციელებას, მოვუსმინოთ ოთო მასწავლებელს და მივხვდებით, როგორ განსხეულდა მასში “ქართული გენია,

როკვით განფენილი”.

- როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში მოცეკვავე, ვინ იყვნენ შენი პირველი

მასწავლებლები და თიანეთში დაბრუნებამდე სად მოღვაწეობდი?





- პირველ რიგში, მინდა დიდი მადლიერებით აღვნიშნო, რომ ჩემმა პირველმა

მასწავლებლებმა-ნანა მენთეშაშვილმა და სპარტაკ გუშარაშვილმა არა

მხოლოდ შემასწავლეს ცეკვის ანბანი, არამედ ისე შემაყვარეს, რომ მთელი

ცხოვრება მას დავუკავშირე. 14 წლისა უკვე თბილისში გადავედი და ჯამლიკო

სამხარაულის ანსამბლში გავაგრძელე ცეკვა. შემდეგ უკვე ს. ზაქარიაძის

სახელობის უნივერსიტეტში ქორეოგრაფიულზე ჩავაბარე. აქვე ვცეკვავდი

ანსამბლ “ხანჯლურში”. მალე სახელმწიფო ანსამბლ “თბილისში” გადავედი,

რომელსაც გივი სიხარულიძე ხელმძღვანელობდა. რვა წელი ამ ანსამბლის

წევრი ვიყავი; შემდეგ იყო თავდაცვის სამინისტროს ანსამბლი “მამული”.

იქიდან კი უკვე ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე გავხდი. რვა წელი

გავატარე ამ დიდ ოჯახში, შემდეგ კი, 2004 წელს, საბერძნეთში გავემგზავრე

და იქ შევქმენი ანსამბლი, რომელიც უკვე 12 წლისაა. ვამაყობ, რომ ჩემი

მოცეკვავეები წარმატებით გამოდიან სხვადასხვა ფორმატის კონკურსებზე.

ანსამბლს “პატარა ემიგრანტები” ჰქვია. ქართველ ემიგრანტთა შვილები დიდი

მონდომებით ეუფლებიან მშობლიურ ცეკვებს. მე ვარ ამ ანსამბლის სამხატვრო

ხელმძღვანელიცა და ქორეოგრაფიც.

- ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს ამხელა მანძილზე ანსამბლის

ხელმძღვანელობა. როგორ ახერხებ ამას?

- იქ მყავს ჩემი გაზრდილი მოცეკვავეები, რომელთაც ვაძლევ მონახაზს,

მითითებებს და ისინიც ზუსტად ასრულებენ ყველაფერს. რთულია, მაგრამ

ვახერხებ. ორჯერ ჩავედი კიდეც. სულ უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. აქტიურად

ვმონაწილეობთ კონცერტებსა და კონკურსებში. 2007 წლიდან იუნესკოსთან

ვთანამშრომლობ . საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ვარ, იუნესკოს ეგიდით

რომ გამოდის სხვადასხვა ქვეყნებში ღონისძიებებზე და მიუხედდავად იმისა,

რომ ანსამბლი საბერძნეთშია შექმნილი, ყოველთვის საქართველოს სახელით

გამოვდივართ. ასე მოვიარეთ იტალია, ესპანეთი,საფრანგეთი.

საბერძნეთის ქალაქებში, კუნძულებზეც გვაქვს გასტროლები. ძალიან დიდი

სურვილი მაქვს, ჩემი თიანელი მოცეკვავეებიც გავიყვანო საერთაშორისო

ასპარეზზე.

- როდის აღმოაჩინე შენში მასწავლებელი?



- ქორეოგრაფობა ძლიან განსხვავდება მოცეკვავისგან. შეიძლება იყო

კარგი ქორეოგრაფი, მაგრამ ვერ ცეკვავდე. ქორეოგრაფმა უნდა შექმნას ახალი

ილეთები, ნახაზი. ასევე, შეიძლება ძლიერმა მოცეკვავემ ვერც ილეთი შექმნას და

ვერც ნახაზი გააკეთოს. ანუ ინტერპრეტაციისა და სწავლების უნარი ყველას

ვერ ექნება. ქორეოგრაფი ხომ იგივე პედაგოგია და ეს კიდევ ცალკე ნიჭია.



- როგორია ოთო მასწავლებელი ბავშვებთან, მკაცრი თუ თბილი და

მომთმენი?



- მკაცრი ვარ. პირველ რიგში ვითხოვ დისციპლინას. ყველას აუცილებლად

უნდა ეცვას ფორმა; აკრძალულია გაშლილი თმა, საღეჭი რეზინა, დაგვიანება,

გაცდენა და ა.შ.



- ნინო რამიშვილი წერდა: “გავა წლები. შეიცვლებიან მოცეკვავეთა თაობები,

შეიცვლება ცეკვების ნახაზი; გადაკეთდება ზოგიერთი ილეთი; დაიდგმება ახალი

ცეკვები და ცეკვით მოყოლილი ქართველთა სულიერი თავგადასავალი კვლავ

აუხსნელი მღელვარებით აავსებს მაყურებელთა გულებს და სახეშეცვლილ

მსოფლიოს ტრაგიკული, არტისტიზმით, იუმორითა და ტემპერამენტით აღსავსე

პატარა ხალხის ამბავს მოუთხრობს”. ეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას, რომ

უნდა შეიცვალოს ნახაზი, შეიქმნას ახალი ილეთები...?



- რა თქმა უნდა. ყველა ქორეოგრაფი ინდივიდუალიზმით უნდა

გამოირჩეოდეს. ქართული ხალხური ცეკვა ტრადიციულია. თითქოს შესაცვლელი

არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომელიმე კონკურსზე ყველა ანსამბლმა ერთი

ნახაზით რომ შეასრულოს რომელიმე ცეკვა, როგორ უნდა მოხდეს მათ შორის

საუკეთესოს გამოვლენა. სწორედ აქ ჩანს ქორეოგრაფის ხელოვნება. მან უნდა

შესთავაზოს მაყურებელს სიახლე, რაც სხვა ანსამბლისგან გამოარჩევს. ვერავინ

მომედავება, რომ რომელიმე ცეკვაში სხვა ქორეოგრაფის მიერ დადგმული

ილეთები, ან ნახაზი გამოვიყენე. არც სხვას მივცემ უფლებას, რომ ჩემი

დადგმული ცეკვა გამოიყენოს. ჩაცმულობა და მაკიაჟიც კი განსხვავებული

უნდა იყოს.

როცა ქორეოგრაფი ამას მიაღწევს, ღირსია, მისი შემოქმედება ქართული

გენის ნაწილად იწოდებოდეს.



გაზეთი „თიანეთის მომავალი“ №31

ნათელა კოჭლამაზაშვილი

თიანეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ⬇ ⬇ 29 ივნ, 2016
27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოფიციალური ვიზიტით ქ.კიევში იმყოფებოდა 24 ივნ, 2016
✈ 21-23 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ლელა ქართველ ...
თიანეთში ველოტური გაიმართება 23 ივნ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის 21 ივნ, 2016
21 ივნისს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი გაიმართა. ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს 14 ივნ, 2016
სურსათის ეროვნული სააგენტო თიანეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სინჯების ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან სიმონიანთხევის, ნაქალაქრის, ახალსოფლის და ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ივნ, 2016
ვაგრძელებთ გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ გამგებლის წარმომადგენლებთან ჩაწერილი საუბრების შემოთავაზებას. ჩვენი კითხვები შეეხებოდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან 10 ივნ, 2016
“სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო“, - ამბობს ქართული ანდაზა. თუ ამ ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, აზრს და აქტუალობას მაინც დაკარგავს, რადგან გონიერმა კაცმა ...
თიანეთის პრობაციის ბიუროს აქცია სოფ.საყდრიონში 9 ივნ, 2016
თიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა, მშობლიურ კუთხეში არსებული ტაძრის მოწესრიგების მიზნით, აქციაში მიიღეს მონაწილეობა. თიანელმა ...
ევროპული კაფეების ტური თიანეთში 9 ივნ, 2016
27 მაისს თიანეთის მუნიციპალიტეტში პროექტი „ევროპული კაფეების ტური“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში სლოვაკი და ქართველი ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით