მთავარი გვერდი
თიანეთობა 2016 27 იან, 2017
7 აგვისტოს დაბა თიანეთში სახალხო ზეიმი „თიანეთობა 2016 “ გაიმართა. ვაჟა–ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში წარმოდგენილი იყო თიანეთის ნატურალური პროდუქტები,ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთები. გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნების გამოფენა–გაყიდვა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მთის სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული ჩაი, თიანური „ვიშნოვკა“, ფშაური პურ - ნაზუქი და სხვა ტრადიციული ფშავ – ხევსურული კერძები. ვაჟა–ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები: ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდი, დოღი, რაიონული ჩემპიონატი ფეხბურთში და ამხანაგური შეხვედრა რაგბში. დღესასწაულზე იმყოფებოდნენ: თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, სპორტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები. თიანეთის მუნიციპლიტეტის გამგებელმა, ქალბატონმა ლელა ქიტესაშვილმა თიანელ მწერალსა და პოეტს, ბესიკ ხარანაულს და ექიმ ბიჭია ცალუღელაშვილს „თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიანიჭა და „ საპატიო მოქალაქის“ დიპლომი, მოწმობა და ჯილდო ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გადასცა. თიანეთი ტრადიციულად ყოველ „თიანეთობას“ ახალი შენაძენით ხვდება. ამჯერად გაიხსნა დაბა თიანეთისა და სოფ. თეთრახევას დამაკავშირებელი ხიდი და რეაბილიტირებული მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. საღამოს მაყურებელთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ნიაზ დიასამიძემ და ჯგუფმა 33 ა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. სახალხო დღესასწაული „თიანეთობა“ დ. თიანეთში 2009 წლიდან, ტრადიციულად აგვისტოს თვეში იმართება. მისი მიზანია ტურიზმის განვითარება; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, ხალხური რეწვის, ფშავ-ხევსურული ტრადიციებისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია.
თიანეთში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა 27 იან, 2017
26 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის მოწვევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა. ლელა ქიტესაშვილმა საბჭოს ...
თიანეთის 4 ქუჩა თანამედროვე ტიპის ნათურებით განათდა 27 იან, 2017
დაბა თიანეთში 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველისა და ლაშარის ქუჩები თანამედროვე ტიპის LED წერტილოვანი ნათურებით განათდა. შესაბამისი სამუშაოები შპს “ზარ“-მა ...
გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე - თიანელები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაებნენ 27 იან, 2017
19 ოქტომბერს, „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, დაბა თიანეთში გაიმართა საქველმოქმედო აქცია ...
თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა 27 იან, 2017
11 ოქტომბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების უფროსმა ირმა იარაჯულმა და ...
თიანეთში სატყეო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა 27 იან, 2017
30 სექტემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ და თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთმა ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა 27 იან, 2017
17 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის სტადიონზე გაიმართა ბავშვთა ფესტივალი რაგბიში, სადაც საქართველოს მასშტაბით 22 სარაგბო კლუბი ...
საქველმოქმედო აქცია თიანეთში 15 ნოე, 2016
14 ნოემბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 3 აგვ, 2016
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ...
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან 6 ივლ, 2016
5 ივლისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზარალებულია სინომიანთხევის, ღულელების, ხევსურთსოფლისა და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით