მთავარი გვერდი
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ⬇ ⬇ 29 ივნ, 2016
27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მთაში საკუთარი საქმე წამოიწყონ.

„მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა, მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ახალი პროექტის მოსახლეობისთვის დეტალურად გაცნობის მიზნით, 28 ივნისს პროექტის განმახორციელებელი უწყების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვდნენ და პრეზენტაციის სახით დაწვრილებით განუმარტეს პროგრამაში ჩართვის პროცედურები.

ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ დაინტერესებასა და პროგრამაში ჩართვის სურვილს, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.



აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი კი სწორედ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული.
საქველმოქმედო აქცია თიანეთში 15 ნოე, 2016
14 ნოემბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 3 აგვ, 2016
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ...
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან 6 ივლ, 2016
5 ივლისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზარალებულია სინომიანთხევის, ღულელების, ხევსურთსოფლისა და ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოფიციალური ვიზიტით ქ.კიევში იმყოფებოდა 24 ივნ, 2016
✈ 21-23 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ლელა ქართველ ...
თიანეთში ველოტური გაიმართება 23 ივნ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის 21 ივნ, 2016
21 ივნისს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი გაიმართა. ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს 14 ივნ, 2016
სურსათის ეროვნული სააგენტო თიანეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სინჯების ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან სიმონიანთხევის, ნაქალაქრის, ახალსოფლის და ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ივნ, 2016
ვაგრძელებთ გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ გამგებლის წარმომადგენლებთან ჩაწერილი საუბრების შემოთავაზებას. ჩვენი კითხვები შეეხებოდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან 10 ივნ, 2016
“სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო“, - ამბობს ქართული ანდაზა. თუ ამ ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, აზრს და აქტუალობას მაინც დაკარგავს, რადგან გონიერმა კაცმა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით