მთავარი გვერდი
თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის 21 ივნ, 2016
21 ივნისს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი გაიმართა.

მარათონში სახელწოდებით „თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 70- მდე მოხალისე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სტარტი აიღეს სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფინიშის ხაზი დაბა თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარეობდა.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

➡ I ადგილი გიორგი ღვინიაშვილი

➡ II ადგილი ცალუღელაშვილი

➡ III ადგილი ილია კახოშვილი

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გიორგი ღვინიაშვილს და პროექტის ყველაზე აქტიურ მონაწილე ქეთი კაცელაშვილს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზურები გადაეცათ. პროექტის ყველა მონაწილე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან უფასო ექსკურსიით დასაჩუქრდა.

აღნიშნული პროექტის იდეა ეკუთვნის თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სკოლის მოსწავლეებს. დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 14-18 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის , მოხალისეობრივი კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია.

საქველმოქმედო აქცია თიანეთში 15 ნოე, 2016
14 ნოემბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 3 აგვ, 2016
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ...
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან 6 ივლ, 2016
5 ივლისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზარალებულია სინომიანთხევის, ღულელების, ხევსურთსოფლისა და ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ⬇ ⬇ 29 ივნ, 2016
27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოფიციალური ვიზიტით ქ.კიევში იმყოფებოდა 24 ივნ, 2016
✈ 21-23 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ლელა ქართველ ...
თიანეთში ველოტური გაიმართება 23 ივნ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს 14 ივნ, 2016
სურსათის ეროვნული სააგენტო თიანეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სინჯების ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან სიმონიანთხევის, ნაქალაქრის, ახალსოფლის და ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ივნ, 2016
ვაგრძელებთ გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ გამგებლის წარმომადგენლებთან ჩაწერილი საუბრების შემოთავაზებას. ჩვენი კითხვები შეეხებოდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან 10 ივნ, 2016
“სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო“, - ამბობს ქართული ანდაზა. თუ ამ ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, აზრს და აქტუალობას მაინც დაკარგავს, რადგან გონიერმა კაცმა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით