მთავარი გვერდი
თიანეთის მუნიციპალიტეტში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა 8 მარ, 2017
წელს 8 მარტი თიანეთის მუნიციპალიტეტში წინა წლებისგან რამდენადმე განსხვავებულად აღინიშნა. გამგებლის, ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით თიანეთის კულტურის სახლში მოეწყო შეხვედრა უფროსი თაობის ღვაწლმოსილ თიანელ ქალბატონებთან. ლამაზად გაფორმებული მისალოცი ბარათი ორასორმოცდაათზე მეტ ხანდაზმულ ქალბატონს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მოწვეულთაგან ყველამ ვერ მოახერხა ღონისძიებაზე დასწრება, ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან შეხვედრის სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საკუთარი სურათები და წერილები გამოუგზავნეს ღონისძიების ორგანიზატორებს.

დარბაზში მობრძანებულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ. სპეციალურად მომზადებული ფოტოკოლაჟით სცენაზე გაცოცხლდა მათი ახალგაზრდობის წლები და მრავალი წლის უნახავ მეგობრებს „შეხვდნენ“. საღამო ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, იყო მონატრების სევდა.. სიხარულის, სიამაყის და ბედნიერების ცრემლი... სარვამარტო ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თიანეთში მოქმედ დაწესებულებებში დასაქმებული ქალბატონები. მოწვეულ სტუმრებს საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან გულთბილად ხვდებოდა გამგებლის მოადგილე და ღონისძიების ორგანიზატორი ქ-ნი ლალი ბუწანკალური.

ქალბატონებს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული მიულოცეს და ისაუბრეს ქალის როლსა და დამსახურებაზე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსებით მოეფერა თიანეთის საპატიო მოქალაქე, პოეტი ტარიელ ხარხელაური. თიანელი მამაკაცების სახელით ქალბატონებს 8 მარტი ლექსით მიულოცა ააიპ მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელმა ნუკრი ფაშურიშვილმა, ხოლო ააიპ სპორტული კლუბი “თიანეთის“ დირექტორმა გიორგი ბიჩელაშვილმა მათ სიმღერა მიუძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უფროსი თაობის ღვაწლმოსილი ქალბატონები: წლების მანძილზე თიანეთის რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე ფატი შუშანაშვილი; პოეტი ეთერ აბრამიშვილი; თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის 1-ლი საშუალო სკოლის ექთანი ნინო ობგაიძე.

დარბაზში მობრძანებული ყველა ქალბატონი გამგებლისგან ყვავილების ლამაზი თაიგულით დასაჩუქრდა. ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
თიანეთში ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრი გაიხსნა 11 აპრ, 2017
11 აპრილს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ და ა/ო „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„თემების მედეგობის ...
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი... 9 აპრ, 2017
დღეს დ.თიანეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, გამგეობისა და ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლებთან ...
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა 2 აპრ, 2017
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის გადაწყვეტილებით ...
ჰუმანიტარული აქცია თიანეთში 24 მარ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით, ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო თათბირი 22 მარ, 2017
22 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა ქიტესაშვილმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა,რომელსაც ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და ...
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! 21 მარ, 2017
21 მარტს, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. მსოფლიო კამპანიას ტრადიციულად შეუერთდა თიანეთის ...
მედეგობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში 7 მარ, 2017
7 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და კატასტროფების რისკების შემცირების რესურს ცენტრის კორდინატორისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ...
საქართველოს მოხალისე-2017 6 მარ, 2017
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო „მოხალისეობის განვითარების პროგრამის – საქართველოს მოხალისე” განხორციელება. პროგრამის ...
სტრასბურგში ევროპის საბჭოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი 6 მარ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, გენდერული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთან თამთა მეგრელიშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით