მთავარი გვერდი
სიონი-სასადილოს გზის გახსნა 26 მაი, 2015
დამოუკიდებლობის დღეს თიანეთი 6 ახალი ხიდით და 23 კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზით ხვდება.

25 მაისს თიანეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტირებული 23 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა.გზის რეაბილიტაციის შედეგად გადაადგილების პრობლემა მოუგვარდა 24 სოფელს და 4000-მდე ადგილობრივ მოსახლეს. აღნიშნული საავტომობილო გზა წარმოადგენს უმოკლეს კავშირს ტურისტული და სარეკრეაციო დანიშნულების ობიექტამდე - სიონამდე, ასევე ბოჭორმის ციხემდე და წმ. გიორგის XII საუკუნის ეკლესიამდე.

გზის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების“ და SLRP-III პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასადილო-სიონის საავტომობილო გზის 17.5 კილომეტრის,სასადილო-ორხევის-ხევსურთსოფლის 3.5 კილომეტრისა და ორხევი-სიონის გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდა.

„კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში მოხდა სასადილო-სიონის საავტომობილო გზის 17.5 კილომეტრიანი მონაკვეთის, 4 ხიდის რეაბილიტაცია და ერთი ხიდის მშენებლობა.განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მოწყობა ბეტონის საფარით,მოეწყო წყალგამტარი მილები,სადრენაჟე სისტემები,მიერთებები,გვერდულები და ეზოში შესასვლელები.პროექტის განხორციელება 2014 წლის იანვარში დაიწყო და მისი ღირებულება 7 მილიონ 920 ათას ლარს შეადგენს.სამუშაოებზე დასაქმდა 177 ადამიანი,მათ შორის 96 ადგილობრივი მკვიდრი.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფლის 3.5 კილომეტრისა,ორხევი-სიონის გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის და არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების SLRP-III პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება2.2 მილიონ ლარს შეადგენს.სამუშაოებზე დასაქმდა 80 ადამიანი,მათ შორის 25 ადგილობრივი მკვიდრია.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 2 ივნ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ასფალტზე ხატვა. მუნიციპალიტეტის ...
ალოტი –ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 28 მაი, 2015
თიანეთი – თბილისი საავტომობილო გზის კმ 39 –კმ 51 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიხედვით უნდა მოასფალტდეს გზა ალოტი – ხევსურთსოფლის ...
26 მაისი 28 მაი, 2015
თითოეული ქართველისთვის გამორჩულად საამაყო და ამაღლებული ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თიანეთის მუნიციპალიტეტში საზეიმო კონცერტით ...
თიანელი სპორტსმენი - ნათია უშიკიშვილი საქართველოს ჩემპიონია 22 მაი, 2015
17 მაისს, მძლეოსნობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, 16 წლის ნათია უშიკიშილმა აჩვენა ...
უამინდობა თიანეთში 22 მაი, 2015
გადაუღებელი წვიმების შედეგად დაბა თიანეთის, ჟებოტის, ახალსოფლის და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სოფლებთან მისასვლელი გზები, ეზოები. მდ. ივრის და მდ. ...
უფასო აქცია თიანელებისთვის 22 მაი, 2015
26 თიანელ პაციენტს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია სრულიად უფასოდ გაუკეთდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში, მუნიციპალიტეტის ინიციატივით თიანეთს სტუმრობდა ჯავრიშვილის ...
9 მაისი 22 მაი, 2015
თიანეთში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა , ვეტერანებთან ერთად, ომში დაღუპულთა ...
ანსამბლი ორერა თიანეთში 22 მაი, 2015
22 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „ორერას“ საიუბილეო კონცერტი ...
ინტელექტის დღე თიანეთში 22 მაი, 2015
18 აპრილს თიანეთის №2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს თიანეთის მუნიციპალიტეტის №1, №2 , ტუშურების, ზარიძეების, ...

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით