მთავარი გვერდი
თიანეთის სარაგბო კლუბი - ლაშარის მგლები 22 მაი, 2015
რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ქართველების გამარჯვებებს ბოლო არ უჩანს!



რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ყველა დონის შეჯიბრებაზე წინასწარ ხარ დარწმუნებული, რომ ქართველები გაიმარჯვებენ!

ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში

სამოცდაათამდე ბავშვია მოწადინებული და აქტიურად ჩართული ადგილობრივი სარაგბო კლუბის მუშაობაში. რომ არა დიდი სურვილი და სპორტის სიყვარული, თიანური მკაცრი ზამთრის პირობებში, ბევრს დაეზარებოდა ვარჯიში და თავის შეწუხება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭირო პირობაა შექმნილი რაგბის ვარჯიშების ჩასატარებლად.

ბავშვები თავდაუზოგავად ემზადებიან და სამომავლოდ წარმატებებს გვპირდებიან.



დიდ მადლობას ვუხდით გუნდის მწვრთნელს, ბატონ ირაკლი კეკელიძეს, რომელიც ზურაბ ქიტესაშვილთან მეგობრობის და თიანეთის სიყვარულის ხათრით დაგვთანხმდა, რომ კვირაში სამი დღე ჩამოსულიყო თიანეთში და ვარჯიშები ჩაეტარებინა დამწყები მორაგბეებისთვის. იგი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ზრუნავდა თიანელი ახალგაზრდების სპორტულ წინსვლასა და ფიზიკურ-მორალურ განვითარებაზე. ამჟამად ბატონი ირაკლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის რაგბის წრეს ხელმძღვანელობს.

„ახლაც თან მაქვს რამდენიმე ბავშვის ნიშნების ფურცელი, რომელიც ბავშვებმა წელიწადში ორჯერ უნდა მომიტანონ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ სწავლა უპირველესია და რომ უსწავლელი არც მორაგბედ ივარგებს და ზოგადად, არც კაცად. ვინც კარგი მოსწავლეა, მათ მოტივაციის ასამაღლებლად რაგბიში გამოსადეგი სიმბოლური საჩუქრებით წავახალისებთ.“ - აცხადებს ირაკლი კეკელიძე.

„ლაშარის მგლებს“ თიანეთში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორისაა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მეუღლე ბატონი იმედა გელაშვილი, რომელმაც რაგბის გუნდის წევრებს საფრანგეთიდან საჩუქრად ბურთები, სასტვენები, კაპიტნის სამკლაურები და სპორტული ფეხსაცმელები - „ ბუცები“ ჩამოუტანა.

ასეთი ყურადღება კიდევ ერთი სტიმულია მათთვის, რათა უფრო მეტი შემართებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ წამოწყებულ საქმეს და უამრავი წარმატებით გაახარონ გულშემატკივრები.
9 მაისი 22 მაი, 2015
თიანეთში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა , ვეტერანებთან ერთად, ომში დაღუპულთა ...
ანსამბლი ორერა თიანეთში 22 მაი, 2015
22 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „ორერას“ საიუბილეო კონცერტი ...
ინტელექტის დღე თიანეთში 22 მაი, 2015
18 აპრილს თიანეთის №2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს თიანეთის მუნიციპალიტეტის №1, №2 , ტუშურების, ზარიძეების, ...
მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამო თიანეთში 22 მაი, 2015
16 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის მიტროპოლიტის, მეუფე თადეოზის (მირიან იორამაშვილის) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ...
დ.თიანეთში გმირების ბაღი გაშენდება 22 მაი, 2015
დღეს 9 აპრილია, ქართველი ერისთვის უზარმაზარი ტკივილის და ამავდროულად გმირობისა და სიამაყის დღე. ამ თარიღის აღსანიშნავად თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ...
შეხვედრა თიანელ ფერმერებთან 22 მაი, 2015
8 აპრილს ორგანიზაცია „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორი ქალბატონი თამუნა ყაჭაშვილი, ბიზნეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნინო ...
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა 22 მაი, 2015
თიანელ ექიმებს და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა მუშაკს გულითადად ვულოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ ის ძალა , რომელიც მუდამ იბრძვის ადამიანის ჯანმრთელობისა და ...
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! 22 მაი, 2015
21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაც ...
საქველმოქმედო აქცია თიანეთში 22 მაი, 2015
18 მარტს თიანეთის მუნიციპლიტეტის გამგეობის და ააიპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების “ ინიციატივით და საერთაშორისო ამერიკული დონორი ...

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით