მთავარი გვერდი
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! 22 მაი, 2015
21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

ამ კამპანიას თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაც შეუერთდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქალბატონი ლელა ქიტესაშვილი, ზარიძეების ადმინისტაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან - ქალბატონ ნატო სუარიშვილთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად , სოფ. ზარიძეებში მცხოვრებ ბერბერაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.



სტუმრებმა ბავშვებს ტკბილეული, ოჯახს კი ფქვილი, ჰიგიენური მოხმარების საშუალებები, საბნები, პლედები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, სარეცხი საშუალებები და სხვადასხვა საკვები პროდუქტი მიართვეს.

9 წლის ქეთიმ და გამგებელმა, ნაჩუქარი ფერადი პასტელებით, ერთად დახატეს ოჯახის ახალი ბინადარი, წითელი „დათუნია“, რომლის დანახვამაც ძალიან გაახარა ჩვენი პატარა მასპინძელი.

აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თიანელ ემიგრანტ ქალბატონს - მარიკა შენგელიას, გულისხმიერებისთვის და თანადგომისთვის. სწორედ მისი გამოგზავნილი თანხით ვიყიდეთ საკვები პროდუქტები ჩვენი დღევანდელი მასპინძლებისთვის.



ოჯახს ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, გამგეობისგან საჩუქრად ორასი ლარი დაერიცხება.



ჩვენი ინფორმაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე 3 ბავშვი ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქეთის ვესტუმრეთ, რადგან ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა სხვა ბავშვების მონახულება.

გამგებელი ანალოგიური საჩუქრებით ვიზიტს გეგმავს ასევე დ.თიანეთში მცხოვრებ 8 წლის ნინოსთან და სოფ.თეთრახევაზე მცხოვრებ 5 წლის მარიამთან.



21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
9 მაისი 22 მაი, 2015
თიანეთში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა , ვეტერანებთან ერთად, ომში დაღუპულთა ...
ანსამბლი ორერა თიანეთში 22 მაი, 2015
22 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „ორერას“ საიუბილეო კონცერტი ...
ინტელექტის დღე თიანეთში 22 მაი, 2015
18 აპრილს თიანეთის №2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს თიანეთის მუნიციპალიტეტის №1, №2 , ტუშურების, ზარიძეების, ...
მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამო თიანეთში 22 მაი, 2015
16 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის მიტროპოლიტის, მეუფე თადეოზის (მირიან იორამაშვილის) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ...
დ.თიანეთში გმირების ბაღი გაშენდება 22 მაი, 2015
დღეს 9 აპრილია, ქართველი ერისთვის უზარმაზარი ტკივილის და ამავდროულად გმირობისა და სიამაყის დღე. ამ თარიღის აღსანიშნავად თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ...
შეხვედრა თიანელ ფერმერებთან 22 მაი, 2015
8 აპრილს ორგანიზაცია „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორი ქალბატონი თამუნა ყაჭაშვილი, ბიზნეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნინო ...
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა 22 მაი, 2015
თიანელ ექიმებს და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა მუშაკს გულითადად ვულოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ ის ძალა , რომელიც მუდამ იბრძვის ადამიანის ჯანმრთელობისა და ...
თიანეთის სარაგბო კლუბი - ლაშარის მგლები 22 მაი, 2015
რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ქართველების გამარჯვებებს ბოლო არ უჩანს! რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ყველა დონის შეჯიბრებაზე წინასწარ ხარ დარწმუნებული, ...
საქველმოქმედო აქცია თიანეთში 22 მაი, 2015
18 მარტს თიანეთის მუნიციპლიტეტის გამგეობის და ააიპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების “ ინიციატივით და საერთაშორისო ამერიკული დონორი ...

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით