მთავარი გვერდი
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მიიღო დაფინანსება მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, თიანეთსა და დუშეთში, ბიომასის, როგორც განახლებადი საწვავის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული პროექტის განსახორციელებლად.პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ბიოსაწვავის, როგორც ტყისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატიული და მდგრადი საწვავის გამოყენების პრომოციას; რეგიონის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებას და განახლებადი ენერგიების გამოყენების უპირატესობების წარმოჩენას მიმდინარე კლიმატის ცვლილების ეფექტის შესამცირებლად, ასევე ადგილობრივ დონეზე განახლებადი ენერგიების წარმოების გაზრდის სტიმულირებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბიომასის ასოციაციამ, პარტნიორებთან ერთად, უკვე დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) მომუშავე 30 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიბრიდული ენერგო სადგურის განხორციელებადობის წინასწარი შესწავლა. ამავდროულად პროექტით გათვალისწინებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში მდებარე სასკოლო პანსიონის აღჭურვა ავტომატური რეჟიმის ბიომასაზე მომუშავე მიკროთბოსადგურით. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიომასის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაალ ხელაძემ, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თიანეთისა და დუშეთის მუნიციპლიტეტებში დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თიანელი მოსწავლეების მიერ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მხარდაჭერით შექმნილი ეკო ნამუშევრები. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, მთავრობის, საერთაშორისო, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და ააიპების თანამშრომლები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმეს თიანეთის კულტურის სახლთან არსებული საესტრადო წრის მოსწავლეებმა: ნინი ჩიბურიძემ, ერეკლე ფოლადიშვილმა და მარიამ მოსიძემ (ხელმძღვანელი ქეთევან შარმიაშვილი).
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიომასის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა 28 ივნ, 2017
საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) ...
სოფ.არტანში სანიაღვრე-არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 ივნ, 2017
თიანეთის ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვიზიტი ბრიუსელში 22 ივნ, 2017
18-21 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის ...
დაბა თიანეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა 22 ივნ, 2017
22 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჰემატოლოგიისა და ...
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 15 ივნ, 2017
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ავარიული კედლის აღდგენა; სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია; ...
ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ 10 ივნ, 2017
10 ივნისს, ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების თანამშრომლებს მორიგი ტრენინგი ...
სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი 9 ივნ, 2017
9 ივნისს ააიპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით