მთავარი გვერდი
26 მაისი 28 მაი, 2015
თითოეული ქართველისთვის გამორჩულად საამაყო და ამაღლებული ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თიანეთის მუნიციპალიტეტში საზეიმო კონცერტით აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თიანელი ახალგაზრდები, სტუდენტები, გამგეობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები. ამ დღეს მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა სულ ორიოდე თვის წინ ჩამოყალიბებული ფოლკლორული ანსამბლი „აონი“ (ხელმძღვანელი მაია ბობოხიძე) .

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, გამგებელი – ქალბატონი ლელა ქიტესაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი მინდია შეთეკაური, დაწესებულებათა ხელმძღვანელები, თანამშრომლები და თიანეთის მაცხოვრებლები ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან.

დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის დღესასწაული მიულოცა მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ისაუბრა ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

„მორწმუნე, პატრიოტი ხალხი ყოველთვის ამზადებს საკუთარ თავს რთული განსაცდელისთვის. ამიტომაც სამშობლოს სამსახური და მისთვის თავდადება მუდამ საამაყოა თითოეული ქართველისთვის“ – აღნიშნა ბატონმა ზაქარიამ.



სტიქია თიანეთში 8 ივნ, 2015
სტიქიამ თიანეთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა. სამდღიანი ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარიშხლის შედეგად, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა ...
გამგეობის საჩუქარი დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებსა და მარტოხელა დედებს 2 ივნ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ და შ.შ.მ. ბავშვებს ...
ბავშვები ჩვენი მომავალია 2 ივნ, 2015
მომავალ თაობებზე ზრუნვა, მათი სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 2 ივნ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ასფალტზე ხატვა. მუნიციპალიტეტის ...
ალოტი –ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 28 მაი, 2015
თიანეთი – თბილისი საავტომობილო გზის კმ 39 –კმ 51 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიხედვით უნდა მოასფალტდეს გზა ალოტი – ხევსურთსოფლის ...
სიონი-სასადილოს გზის გახსნა 26 მაი, 2015
დამოუკიდებლობის დღეს თიანეთი 6 ახალი ხიდით და 23 კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზით ხვდება. 25 მაისს თიანეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ...
თიანელი სპორტსმენი - ნათია უშიკიშვილი საქართველოს ჩემპიონია 22 მაი, 2015
17 მაისს, მძლეოსნობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, 16 წლის ნათია უშიკიშილმა აჩვენა ...
უამინდობა თიანეთში 22 მაი, 2015
გადაუღებელი წვიმების შედეგად დაბა თიანეთის, ჟებოტის, ახალსოფლის და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სოფლებთან მისასვლელი გზები, ეზოები. მდ. ივრის და მდ. ...
უფასო აქცია თიანელებისთვის 22 მაი, 2015
26 თიანელ პაციენტს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია სრულიად უფასოდ გაუკეთდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში, მუნიციპალიტეტის ინიციატივით თიანეთს სტუმრობდა ჯავრიშვილის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით