მთავარი გვერდი
უფასო აქცია თიანელებისთვის 22 მაი, 2015
26 თიანელ პაციენტს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია სრულიად უფასოდ გაუკეთდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში, მუნიციპალიტეტის ინიციატივით თიანეთს სტუმრობდა ჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“ (ექიმი ოფთალმოლოგი ნიკა მამასახლისი). საქველმოქმედო აქციაზე თიანეთის მოსახლეობას ჩაუტარდა თვალის უფასო გამოკვლევები და მოხდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკა: ვიზომეტრია - მხედველობის შემოწმება, სათვალის შერჩევა, ბიომიკროსკოპია, თვალის ფსკერის გამოკვლევა, პანომეტრია. გამოკვლევების შედეგად შეირჩა 26 პაციენტი, რომელთაც თვალის (კატარაქტის) ოპერაცია ესაჭიროებოდა.

8 - 9 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ოცდაექვსივე პაციენტს, თანადაფინანსებით, გაუკეთდა კატარაქტის ოპერაცია. სამედიცინო ხარჯების ნაწილი დაიფარა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ის თანხა, რაც პაციენტს უნდა გადაეხადა, სრულად აანაზღაურა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

გამგეობამ უზრუნველყო, აგრეთვე, ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში.



განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლების ყურადღება, რომელთაც გაუკეთეს ორგანიზება აღნიშნულ აქციაში მოქალაქეების მონაწილეობას და ორი დღის განმავლობაში გულითადად ზრუნავდნენ თიანელი პაციენტების ჯანმრთელობაზე.
სტიქია თიანეთში 8 ივნ, 2015
სტიქიამ თიანეთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა. სამდღიანი ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარიშხლის შედეგად, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა ...
გამგეობის საჩუქარი დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებსა და მარტოხელა დედებს 2 ივნ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ და შ.შ.მ. ბავშვებს ...
ბავშვები ჩვენი მომავალია 2 ივნ, 2015
მომავალ თაობებზე ზრუნვა, მათი სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 2 ივნ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ასფალტზე ხატვა. მუნიციპალიტეტის ...
ალოტი –ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 28 მაი, 2015
თიანეთი – თბილისი საავტომობილო გზის კმ 39 –კმ 51 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიხედვით უნდა მოასფალტდეს გზა ალოტი – ხევსურთსოფლის ...
26 მაისი 28 მაი, 2015
თითოეული ქართველისთვის გამორჩულად საამაყო და ამაღლებული ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თიანეთის მუნიციპალიტეტში საზეიმო კონცერტით ...
სიონი-სასადილოს გზის გახსნა 26 მაი, 2015
დამოუკიდებლობის დღეს თიანეთი 6 ახალი ხიდით და 23 კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზით ხვდება. 25 მაისს თიანეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ...
თიანელი სპორტსმენი - ნათია უშიკიშვილი საქართველოს ჩემპიონია 22 მაი, 2015
17 მაისს, მძლეოსნობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, 16 წლის ნათია უშიკიშილმა აჩვენა ...
უამინდობა თიანეთში 22 მაი, 2015
გადაუღებელი წვიმების შედეგად დაბა თიანეთის, ჟებოტის, ახალსოფლის და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სოფლებთან მისასვლელი გზები, ეზოები. მდ. ივრის და მდ. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით