მთავარი გვერდი
ქართული ოცნების დეპუტატებმა მთის კანონის პროექტი თიანეთის მოსახლეობას წარუდგინეს 14 ივლ, 2015
14 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საქართველოს პარლამენტის წევრები: თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი მირიან წიკლაური, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაზე და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის გაცნობას.

დეპუტატებმა ამომწურავად ისაუბრეს, კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები და ღირებულები ვრცლად განუმარტეს დამსწრე საზოგადოებას.

თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა ზაქარია ქუნაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი, არის არა მხოლოდ მთაში მოსახლეობის დამაგრება, არამედ მთის განვითარება.

„ ჩვენს საზოგადოებას შევპირდით, რომ ქართველი ხალხის 20 წლიან ოცნებას - მაღალმთიანს რეგიონებს ჰქონოდა თავისი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობდა მთის განვითარებას, ავამოქმედებდით. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დღიდან საკმაოდ დაძაბული შრომა გავწიეთ, იმისთვს რომ შეგვემუშავებინა პროექტი, რომლის მიზანი იქნებოდა მთის განვითარება. ამდენად, აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი და ჩვენი სახელმძღვანელო არის ის, რომ ვიზრუნოთ არა მხოლოდ მთაში მოსახლეობის დამაგრებაზე, არამედ მთის განვითარებაზე“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.



შეხვედრის დასასრულს, საზოგადოების წინაშე წარდგა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი. ქალბატონმა ლელამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და დამსწრე საზოგადოებას - შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მალე იქცევა კანონად. რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მოსახლეობის დამაგრებას მთიან რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, არამედ მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების დონის ამაღლებას“ - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა.

აღნიშნული შეხვედრები ამერიკის შეერთერთებული შტატების ორგნიზაციის“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს ორ მაღალმთიან რეგიონში ჩატარდება.
ტარიელ ხარხელაური - თიანეთის საპატიო მოქალაქე 12 აგვ, 2015
დიდი პიროვნება და შემოქმედი, ყველასათვის საყვარელი პოეტი და ღირსეული ქართველი მამულიშვილი - ტარიელ ხარხელაური თიანეთის საპატიო მოქალაქეა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთობა 2015 11 აგვ, 2015
9 აგვისტოს დაბა თიანეთში სახალხო ზეიმი „თიანეთობა 2015 “ გაიმართა. ვაჟა–ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში 11 საათიდან წარმოდგენილი იყო მწვანე სტატუსის ...
„სუფთა საბადურები“ 30 ივლ, 2015
თიანეთი - მწვანე მუნიციპალიტეტი, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მივიღოთ აქციაში „სუფთა საბადურები“ დავასუთავოთ მსოფლიოს ულამაზესი ტყე! საქართველოს პარლამენტის წევრის ...
სამუშაო შეხვედრა ,,ძლიერი ქალები სოფლად ,, 27 ივლ, 2015
24 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ და ბიზნესის განვითარების ცენტრ „კავკასიის“ ერთობლივი პროექტის „ ძლიერი ...
ახალი ქართული ფილმების რეტროსპექტივა თიანეთში 24 ივლ, 2015
23 ივლისს 17.00 საათზე, თიანეთის კულტურის სახლში, პროექტის “ახალი ქართული ფილმების რეტროსპექტივა რეგიონებში” ფარგლებში, მრავალი კინოფესტივალის პრიზიორის, რეჟისორ ნუცა ...
,,კრედიტის ლიმიტი,, თიანეთის კინო კლუბში 22 ივლ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში 23 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, 17:00 საათზე, ფილმის ,,კრედიტის ლიმიტი,, კინოჩვენება იგეგმება. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ნინო ...
ჰუმანიტარული დახმარება თიანეთს 22 ივლ, 2015
21 ივლისს, მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ააიპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ...
პოეზიის საღამო თიანეთში 22 ივლ, 2015
19 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში პოეზიის საღამო გაიმართა.სტუმრად მობრძანდნენ პოეტები – თიანეთის მკვიდრნი და ნათესავები. გულშემატკივრები ...
ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი 8 ივლ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.ბავშვებმა შეასრულეს რ. ლაღიძის, ი.ს. ბახის, პ. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით