მთავარი გვერდი
ხვარამზე 2015 9 სექ, 2015
6 სექტემბერს, ა(ა)იპ კავშირი ჩვენი ფშავის, შპს სანათას სახლის, ა(ა)იპ პოეზიის მეგობართა კლუბის, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით

დ. თიანეთსა და სოფ. არტანში სახალხო დღესასწაული ხვარამზეობა გაიმართა. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსის ხვარამზე 2015-ის ფინალი და დაჯილდოება, სადაც პოეზიის უამრავმა მოყვარულმა მოიყარა თავი, ღონისძიებას პოეტები მარიამ ხუცურაული და მიხეილ ღანიშაშვილი უძღვებოდნენ.

ხვარამზეობის ჩატარების ინიციატივა აწ გარდაცვლილ თეონა ქუმსიაშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, თეონას არ დასცალდა მისი განხორციელება. თეონას იდეას პოეტ მარიამ ხუცურაულმა შეასხა ფრთები და პირველი ხვარამზეობა 2010 წელს თიანეთის რაიონის სოფელ არტანში გაიმართა. სახალხო დღესასწაული მალევე იქცა ლიტერატურულ კონკურსად პოეტი ქალებისათვის - ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად.

წლევანდელი ხვარამზეობა სპონსორებისა და პრიზების სიუხვით გამოირჩეოდა. ფინალურ ეტაპზე გადასული 15 ნომინანტიდან თითქმის არავინ დარჩენილა საჩუქრის გარეშე. ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს, საჩუქრებთან ერთად, ფულადი პრემიები ერგოთ.

ხვარამზე 2015 ტიტული და პირველი პრემია (700 ლარი) ნათია როსტიაშვილმა მოიპოვა;

ხოლო მეორე (400 ლარი) და მესამე პრემია (300 ლარი) მარიამ წიკლაურმა და მაგდა ბებიაშვილმა დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ხვარამზეობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის რჩეული ლექსის ავტორიც გამოვლინდა. პოეტ ეკა კვიციანს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მინდია შეთეკაურმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მეცხრამეტე საუკუნის ფშაველი მელექსე ქალის - ხვარამზეს ხსოვნის უკვდავსაყოფად, პოეტის მშობლიურ სოფელ არტანში, ამავე სოფლის მკვიდრის ასმათ ყაყიდაშვილის ინიციატივითა და კეთილი ნებით, საფუძველი ჩაეყარა ხვარამზის სახლის დაფუძნების იდეას. აქ იქნება ხვარამზეს სახელობის მუზეუმი - სასტუმრო, სადაც ნელ-ნელა გაცოცხლდება მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კულტურულ-ეთნოგრაფიული გარემო.
დ. თიანეთის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ! 11 სექ, 2015
დ. თიანეთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის 24 საათით მიწოდების მიზნით, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თიანელ პირველკურსელებს შეხვდა 10 სექ, 2015
10 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ თიანელ პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ ...
თიანელი მწერლისა და პოეტის - ბესიკ ხარანაულის მორიგი წარმატება 9 სექ, 2015
7 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე ივანე მუხრანბატონის სასახლეში გამართულ ლიტერატურული პრემია საბას რიგით მეცამეტე დაჯილდოების ...
ეტალონის ათი წლის იუბილე 7 სექ, 2015
6 სექტემბერს საქართველოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სახალხო მედიაპროექტ ეტალონის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ...
გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე! 26 აგვ, 2015
25 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტში „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ...
✔ მოსახლეობის საყურადღებოდ! 19 აგვ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ კეთილშობილურ, საქველმოქმედო აქციაში ❤„გაიღე სისხლი, აჩუქე სიცოცხლე“❤ საშუალება გეძლევათ, ...
თიანეთის მუნციპალიტეტში პროექტის „ მეტი აქტიურად ჩართული ქალი საარჩევნო პროცესებში – მეტი შედეგი ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობაში“ განხორციელება დაიწყო. 18 აგვ, 2015
პროექტის ფარგლებში, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ–მუზეუმში დისკუსია სემინარი გაიმართა. პროექტის მიზანს წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, ...
✔ დ.თიანეთის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 14 აგვ, 2015
დ.თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ქ, ...
✔ სოფ.ხევსურთსოფელში სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა 12 აგვ, 2015
9 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ხევსურთსოფელში სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალ ქვეგანყოფილებაში თოთხმეტი თანამშრომელი და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით