მთავარი გვერდი
თიანეთის მუნციპალიტეტში პროექტის „ მეტი აქტიურად ჩართული ქალი საარჩევნო პროცესებში – მეტი შედეგი ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობაში“ განხორციელება დაიწყო. 18 აგვ, 2015
პროექტის ფარგლებში, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ–მუზეუმში დისკუსია სემინარი გაიმართა.

პროექტის მიზანს წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, მცხეთა–მთიანეთში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის ახალგაზრდა გოგონათა, საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მოტივაციის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მონაწილეობითი დემოკრატიის დამკვიდრებას ქვეყნაში.

საქართველოში ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით შეიმჩნევა ქალთა გააქტიურება სოციალურ–ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა დინამიკა მაინც ქალაქის სასარგებლოდ მეტყველებს და ქალთა მონაწილეობა პერიფერიებში, რეგიონებში, და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, არც ისე სახარბიელოა. მეტად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მთიან რეგიონში მცხოვრები ქალების და ახალგაზრდა გოგონების გააქტიურობა და ადგილობრივ არჩევნებში მათი ჩართულობის სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; წინ წამოსაწევია მათი მოტივაციის ამაღლების საკითხიც – თუ ამომრჩეველ ქალს ეცოდინება, რომ ის არჩევნებში აქტიური მონაწილეობით ადგილობრივ ხელისუფლებაში მოიყვანს მისი ინტერესების გამტარებელ ადამიანებს, შესაბამისად ადგილობრივი, სოფლის თუ თემის პრობლემები მისი და მისი თანასოფლელების მოთხოვნის თუ ლობირების საფუძველზე გადაწყდება; ამასთანავე მასაც შეეძლება პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა და ახლადშექმნილ თვითმმართველობაში აქტიურად მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ამ ტიპის ცოდნის გადაცემა, საკუთარი უფლებების, მოვალეობების და როლის გააზრება. განსაკუთრებით ქალებში და ახალგაზრდა გოგონებში, რაც გულისხმობს არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ხმის მიცემას, არამედ არჩევნების შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტის და საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რაც სწორედაც რომ განაპირობებს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია რომ ქალებმაც, მამაკაცების თანასწორად აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.

აღნიშნულ პროექტს მცხეთა–მთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში– თიანეთში, ყაზბეგსა და დუშეთში ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაცია - ‘’სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის’’ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭრით.

პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეა და ხორციელდება 2015წლის 15 ივნისიდან 15 დეკემბრამდე.



დ. თიანეთის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ! 11 სექ, 2015
დ. თიანეთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის 24 საათით მიწოდების მიზნით, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თიანელ პირველკურსელებს შეხვდა 10 სექ, 2015
10 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ თიანელ პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ ...
ხვარამზე 2015 9 სექ, 2015
6 სექტემბერს, ა(ა)იპ კავშირი ჩვენი ფშავის, შპს სანათას სახლის, ა(ა)იპ პოეზიის მეგობართა კლუბის, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დ. ...
თიანელი მწერლისა და პოეტის - ბესიკ ხარანაულის მორიგი წარმატება 9 სექ, 2015
7 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე ივანე მუხრანბატონის სასახლეში გამართულ ლიტერატურული პრემია საბას რიგით მეცამეტე დაჯილდოების ...
ეტალონის ათი წლის იუბილე 7 სექ, 2015
6 სექტემბერს საქართველოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სახალხო მედიაპროექტ ეტალონის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ...
გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე! 26 აგვ, 2015
25 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტში „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ...
✔ მოსახლეობის საყურადღებოდ! 19 აგვ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ კეთილშობილურ, საქველმოქმედო აქციაში ❤„გაიღე სისხლი, აჩუქე სიცოცხლე“❤ საშუალება გეძლევათ, ...
✔ დ.თიანეთის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 14 აგვ, 2015
დ.თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ქ, ...
✔ სოფ.ხევსურთსოფელში სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა 12 აგვ, 2015
9 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ხევსურთსოფელში სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალ ქვეგანყოფილებაში თოთხმეტი თანამშრომელი და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით