მთავარი გვერდი
✔ სოფ.ხევსურთსოფელში სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა 12 აგვ, 2015
9 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ხევსურთსოფელში სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალ ქვეგანყოფილებაში თოთხმეტი თანამშრომელი და ერთი სახანძრო მანქანა იმუშავებს.თიანეთის მუნიციპალიტეტმა სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების განთავსების მიზნით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დროებით სარგებლობაში (გრძელვადიანი გამოყენებისთვის) შენობის პირველი სართული გადასცა.მოხდა შენობის გარემონტება და მეხანძრე-მაშველებისთვის ყველა საჭირო სამუშაო პირობის შექმნა.

გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის,კულტურის და გარემოს დაცვის მინისტრები,ასევე,იუსტიციის მინისტრის მოადგილეები,შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი,მისი მოადგილეები,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი,საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

„თიანეთის ერწოში გავხსენით სახანძრო–სამაშველო სამსახურის ახალი სერვისცენტრი და ამით ის მრავალწლიანი დისბალანსი,რაც არსებობდა თიანეთსა და ერწოს შორის სერვისების მიწოდების კუთხით,აღმოფხვრილია.ერწოს ზონას,საპოლიციო მომსხურების გარდა,არ მიეწოდებოდა სხვა არანაირი მომსახურება.ჩვენ გასულ და მიმდინარე წელს ავაშენეთ მინი–საავადმყოფო,ავაშენეთ ბანკი.დღეს გავხსენით სახანძრო–სამაშველო სამსახური.ამრიგად,ყველა ის სერვისი რაც მიეწოდება თიანელებს,მიეწოდება ერწოს მოსახლეობასაც“ –განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დ. თიანეთის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ! 11 სექ, 2015
დ. თიანეთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის 24 საათით მიწოდების მიზნით, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თიანელ პირველკურსელებს შეხვდა 10 სექ, 2015
10 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ თიანელ პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ ...
ხვარამზე 2015 9 სექ, 2015
6 სექტემბერს, ა(ა)იპ კავშირი ჩვენი ფშავის, შპს სანათას სახლის, ა(ა)იპ პოეზიის მეგობართა კლუბის, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დ. ...
თიანელი მწერლისა და პოეტის - ბესიკ ხარანაულის მორიგი წარმატება 9 სექ, 2015
7 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე ივანე მუხრანბატონის სასახლეში გამართულ ლიტერატურული პრემია საბას რიგით მეცამეტე დაჯილდოების ...
ეტალონის ათი წლის იუბილე 7 სექ, 2015
6 სექტემბერს საქართველოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სახალხო მედიაპროექტ ეტალონის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ...
გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე! 26 აგვ, 2015
25 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტში „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ...
✔ მოსახლეობის საყურადღებოდ! 19 აგვ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ კეთილშობილურ, საქველმოქმედო აქციაში ❤„გაიღე სისხლი, აჩუქე სიცოცხლე“❤ საშუალება გეძლევათ, ...
თიანეთის მუნციპალიტეტში პროექტის „ მეტი აქტიურად ჩართული ქალი საარჩევნო პროცესებში – მეტი შედეგი ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობაში“ განხორციელება დაიწყო. 18 აგვ, 2015
პროექტის ფარგლებში, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ–მუზეუმში დისკუსია სემინარი გაიმართა. პროექტის მიზანს წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, ...
✔ დ.თიანეთის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 14 აგვ, 2015
დ.თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ქ, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით