მთავარი გვერდი
სოფ. დულუზაურებში საბავშვო ბაღი გაიხსნა 15 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი ზაქარია ქუცნაშვილისა და გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაგა-ბაღს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა სოფ.დულუზაურებში.

ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, მოადგილე ლალი ბუწანკალური, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი თამარ აქიმიშვილი, გაერთიანების თანამშრომლები, აღმზრდელები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

,,მომავალ თაობებზე ზრუნვა, მათი აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თიანეთის მუნიციპალიტეტში გავხსენით სამი საბავშვო ბაღი. ეს იქნება სტიმული ჩვენი მოსახლეობისთვის, საიმისოდ რომ ხელი შევუწყოთ სოფლებში მოსახლეობის დამაგრებას,, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

გამგებლის წარმომადგენელმა არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ბაინდურაშვილმა სოფ. დულუზაურების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს და გამგებელს ლელა ქიტესაშვილს მოსახლეობაზე ზრუნვისათვის.

სოფ. დულუზაურების საბავშვო ბაღს ჯერ-ჯერობით 6 აღსაზრდელი ჰყავს.
თიანეთის საბავშვო ბაგა- ბაღების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ 21 სექ, 2015
ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სკოლამდელ ...
დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო 18 სექ, 2015
დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციას შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის ...
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 სექ, 2015
დ. თიანეთში მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სამუშაოები ორ ძირითად ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ...
განცხადება საგრანტო კონკურსის შესახებ 16 სექ, 2015
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო,, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის ,,საქართველოში ...
,,დავასუფთაოთ საქართველო,, 16 სექ, 2015
18 სექტემბერს ,,დავასუფთაოთ საქართველო,, კამპანია იწყება ! 18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ...
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 15 სექ, 2015
14 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. დილიდანვე განსაკუთრებული ხალისი და ჟრიამული იგრძნობოდა თიანეთის ქუჩებში. კოხტად ...
თიანეთის მუნციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 15 სექ, 2015
ერწოს დამშრობ სისტემაზე სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებულა. მიმდინარე წლის აგვისტოში სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც მდინარე აძიძის ...
თიანეთს თანამედროვე მწერლები, პოეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები სტუმრობდნენ 11 სექ, 2015
11 სექტემბერს , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტ ცოცხალი წიგნების ფარგლებში, თიანეთის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ხუთ სოფელში არტეზიული ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 11 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ათეულობით წლის განმავლობაში არსებობდა. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით