მთავარი გვერდი
თიანეთის მუნიციპალიტეტში ხუთ სოფელში არტეზიული ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 11 სექ, 2015


თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ათეულობით წლის განმავლობაში არსებობდა. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა თანხების სიმცირის გამო, აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

2015 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაიწყო და მიმდინარეობს სოფ. ცალუღელაანთკარისა და სოფ.თოლენჯის, სოფ. მელიასხევის, სოფ. ღულელების, სოფ. ქვემო კვერნაულას არტეზიული ჭების მოწყობისა და სოფლებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ასევე ყველა არტეზიულ ჭასთან მოეწყობა საქლორატორო შენობა.

შედეგად, ხუთივე სოფლის მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.
თიანეთის მუნციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 15 სექ, 2015
ერწოს დამშრობ სისტემაზე სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებულა. მიმდინარე წლის აგვისტოში სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც მდინარე აძიძის ...
თიანეთს თანამედროვე მწერლები, პოეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები სტუმრობდნენ 11 სექ, 2015
11 სექტემბერს , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტ ცოცხალი წიგნების ფარგლებში, თიანეთის ...
დ. თიანეთის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ! 11 სექ, 2015
დ. თიანეთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის 24 საათით მიწოდების მიზნით, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თიანელ პირველკურსელებს შეხვდა 10 სექ, 2015
10 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ თიანელ პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ ...
ხვარამზე 2015 9 სექ, 2015
6 სექტემბერს, ა(ა)იპ კავშირი ჩვენი ფშავის, შპს სანათას სახლის, ა(ა)იპ პოეზიის მეგობართა კლუბის, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დ. ...
თიანელი მწერლისა და პოეტის - ბესიკ ხარანაულის მორიგი წარმატება 9 სექ, 2015
7 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე ივანე მუხრანბატონის სასახლეში გამართულ ლიტერატურული პრემია საბას რიგით მეცამეტე დაჯილდოების ...
ეტალონის ათი წლის იუბილე 7 სექ, 2015
6 სექტემბერს საქართველოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სახალხო მედიაპროექტ ეტალონის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ...
გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე! 26 აგვ, 2015
25 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტში „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ...
✔ მოსახლეობის საყურადღებოდ! 19 აგვ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ კეთილშობილურ, საქველმოქმედო აქციაში ❤„გაიღე სისხლი, აჩუქე სიცოცხლე“❤ საშუალება გეძლევათ, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით