მთავარი გვერდი
მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა 30 ოქტ, 2015
30 ოქტომბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“.

შემოდგომის ფერებში იყო მორთული თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი. სასიამოვნო გარემოს მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების მიერ ორიგინალურად გაფორმებული შემოდგომის კუთხეები ქმნიდა.

მოეწყო თიანეთის ნატურალური პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.

სტუმრებს საშუალება ჰქონათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით დამზადებული კერძები, სასმელები.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა გივიშვილმა მუნიციპალიტეტის „მწვანე“ განვითარების ასპექტში შემუშავებული პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია გამართა.

კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო „მწვანე“ თიანეთისადმი მიძღვნილი ფოტო და ნახატი ნამუშევრების გამოფენა.

2014 წლის 5 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია „მწვანე ზონად“ გამოცხადდა , რომლის მიზანია ისტორიული ერწო-თიანეთის, საქართველოს ამ საინტერესო და თავისებურად უნიკალური მიკრორეგიონის მდგრადი განვითარების, „მწვანე“ მხარედ გადაქცევისა და სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა; თიანეთის მუნიციპალიტეტის ცალკეული დასახლებების, დარგების, მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესება „მწვანე“ განვითარების გზით.



„ ჩვენ შევეცდებით შევძლოთ ის, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტი , როგორც თბილისთან ახლო მდებარე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი, გახდეს მოწინავე მწვანე განვითარების იდეის პროპაგანდირებაში და ამით ჩვენს მოქალაქეებს და სხვა პირებს ვაჩვენოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორი მუშაობით და სწორი ორგანიზებით, ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შედეგებზე გასვლა. ჩვენ თუ არ შევქმენით წარმატების კუნძულები, ისე გაგვიჭირდება საზოგადოების დარწმუნება ამ იდეის პერსპექტიულობაში“ -ზაქარია ქუცნაშვილი.



„დღეს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის დღესასწაულს. თიანელებმა წარმოადგინეს ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი მოსავლი არ ბინძურდება მავნე გამონაბოლქვისგან, არ იწამლება პროდუქცია შხამ-ქიმიკატებით. სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის 5 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თიანეთის მუნიციპალიტეტი მწვანე ზონად გამოვაცხადეთ. ამდენად, ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ ვიყოთ პირველი მუნიციპალიტეტი , რომელიც აცხადებს სურვილს და მზაობას გახდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი რაიონი“ - ლელა ქიტესაშვილი.



2015 წლის იანვარში თიანეთი გახდა ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი. მუშავდება სამოქმედო გეგმა, მზადდება პროექტები ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების მიზნით.

თიანეთის მუნიციპალიტეტს ცივილიზაციის მავნე გამოვლინებები სამრეწველო და სატრანსპორტო, შხამ-ქიმიკატებით და სხვა სახით დაბინძურება თითქმის არ შეხებია. შენარჩუნებულია ტრადიციული სამეურნეო ფორმები და საშუალებები, შემონახულია ეთნო-კულტურული ტრადიციები. აქ წარმოებული პროდუქციის 70-80% ნატურალურია. ყოველივე ამან საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ თიანეთი გამხდარიყო IFOAM-ის (International Federation of Organic Agriculture Movements) წევრი (2015 წლის სექტემბერი).

მზადდება ნიადაგი თიანეთის სოფლის მეურნეობის სერთიფიცირებულ ბიოწარმოებაზე გადასვლისათვის.

გაკეთებულია განაცხადი გაეროსთან არ

სებული „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის გლობალურ ალიანსში“ (Global Alliance for Climate-Smart Agriculture) გასაწევრიანებლად.

ამასთანავე პრიორიტეტებია:

დასახლებების ეკოლოგიზაცია, გარემოს დაცვა და ტყეების მდგრადი მართვა, სოფლის ტურიზმის განვითარება ტურისტული სოფლების შექმნის ჩათვლით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კულტურული (მატერიალური და არამატერიალური) მემკვიდრეობის გადარჩენა -განვითარება, ტრადიციული და ლოკალური პროდუქტების კომერციალიზაცია, დემოგრაფიის, შიდა და გარე მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ინოვაციების დანერგვა, მწვანე ბიზნესის განვითარება, სოციალური მეწარმეობა, მოწინავე ქვეყნების „მწვანე“ დასახლებებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება, მათი გამოცდილების გაზიარება და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, სახელისუფლებო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თიანეთში იუსტიციის სახლი გაიხსნა 23 ოქტ, 2015
23 ოქტომბერს, თიანეთში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ახლადაშენებული იუსტიციის სახლი საზეიმო ...
თიანეთის ბიბლიოთეკა 130 წლისაა 20 ოქტ, 2015
19 ოქტომბერს, თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, თიანეთის ბიბლიოთეკის დაარსებიდან 130-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ააიპ“თიანეთის ...
გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში 8 ოქტ, 2015
მიმდინარე წლის 27–30 სექტემბერს ქ. ბორჯომში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში.“ ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები 8 ოქტ, 2015
✔ დ. თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, თამარ მეფის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ...
გამოცხადდა კონკურსი - “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა “ 7 ოქტ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. კონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში: 1. ...
28 სექ, 2015
...
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით