მთავარი გვერდი
თიანეთში იუსტიციის სახლი გაიხსნა 23 ოქტ, 2015
23 ოქტომბერს, თიანეთში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ახლადაშენებული იუსტიციის სახლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით, უმოკლეს დროში, ერთი “ფანჯრის პრინციპით“ მიეწოდება თიანეთის მოსახლეობას.

ახლად აშენებულ იუსტიციის სახლში მოწყობილია სერვისების განვითრების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისები.

გაიხსნა ქორწინების სარიტუალო დარბაზიც, რომელიც იუსტიციის სახლის ცალკე ფლიგელშია განთავსებული.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი და მისი მეუღლე იმედა ხომასურიძე გახლდათ პირველი წყვილი, რომელმაც დაარეგისტრირა სამოქალაქო ქორწინება ახლადგახსნილ ქორწინების სახლში.

დღეს იუსტიციის მინისტრმა პირადად მიულოცა “ოქროს ქორწილი“ მრავალი თაობის აღმზრდელს, ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ თიანელ წყვილს ნანა მენთეშაშვილსა და სპარტაკ გუშარაშვილს.

ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში პირველი მომსახურება თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გაეწია, ბატონმა ზაქარიამ ჩააბარა განაცხადი პირადობის ელექტრონული მოწმობის ასაღებად.

გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

იუსტიციის სახლის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა პოპულარული ქართული ჯგუფის “ფრანის“ კონცერტი.
მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა 30 ოქტ, 2015
30 ოქტომბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. შემოდგომის ფერებში იყო ...
თიანეთის ბიბლიოთეკა 130 წლისაა 20 ოქტ, 2015
19 ოქტომბერს, თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, თიანეთის ბიბლიოთეკის დაარსებიდან 130-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ააიპ“თიანეთის ...
გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში 8 ოქტ, 2015
მიმდინარე წლის 27–30 სექტემბერს ქ. ბორჯომში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში.“ ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები 8 ოქტ, 2015
✔ დ. თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, თამარ მეფის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ...
გამოცხადდა კონკურსი - “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა “ 7 ოქტ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. კონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში: 1. ...
28 სექ, 2015
...
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით