მთავარი გვერდი
თიანეთის ბიბლიოთეკა 130 წლისაა 20 ოქტ, 2015
19 ოქტომბერს, თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, თიანეთის ბიბლიოთეკის დაარსებიდან 130-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიება ააიპ“თიანეთის ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთევან ხარანაულმა გახსნა, ისაუბრა წიგნისა და ბიბლიოთეკის როლსა და მნიშვნელობაზე, მიულოცა საიუბილეო თარიღი დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები დედაქალაქიდან: პარლამენტის ბიბლიოთეკის დეპარტამენტის უფროსი გურამ თაყნიაშვილი; პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ემზარ ჯგერენაია;

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის წევრი ინგა ფილაური-ლორია;

საქართველოს საბილიოთეკო ასოციაციის წევრი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სასწავლო ცენტრის სპეციალისტი - ციცინო ქველიძე.

ღონისძიებას ესწრებოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქალბატონი ლელა ქიტესაშვილი მოადგილეებთან, მამული მამულაშვილთან და ლალი ბუწანკალურთან ერთად. ქალბატონმა ლელამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ბიბლიოთეკის საიუბილეო თარიღი და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ააიპ „თიანეთის ბიბლიოთეკების გაერთიანებას“ შემდგომი განვითარებისთვის და შეუქმნის ყველა საჭირო პირობას საიმისოდ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტივე ბიბლიოთეკა ჩაერთოს საქართველოს პრეზიდენტის პროექტში „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“.

პარლამენტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცისგან ააიპ “თიანეთის ბიბლიოთეკების გაერთიანებას“, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიგელი და წიგნების ნაკრები გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 1885 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე გაიხსნა პირველი წიგნთსაცავი თიანეთში. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. იყო დრო, როდესაც თიანეთის რაიონში 57 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. თუმცა წლების განმავლობაში ეს რიცხვი თანდათან შემცირდა და 2013 წლამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის 84 სოფლის მოსახლეობას მხოლოდ ერთი ბიბლიოთეკა ემსახურებოდა.

2013 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიხსნა დამატებით 16 ახალი ბიბლიოთეკა. ამჟამად ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაცილ ერთეულში.
მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა 30 ოქტ, 2015
30 ოქტომბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. შემოდგომის ფერებში იყო ...
თიანეთში იუსტიციის სახლი გაიხსნა 23 ოქტ, 2015
23 ოქტომბერს, თიანეთში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ახლადაშენებული იუსტიციის სახლი საზეიმო ...
გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში 8 ოქტ, 2015
მიმდინარე წლის 27–30 სექტემბერს ქ. ბორჯომში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში.“ ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები 8 ოქტ, 2015
✔ დ. თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, თამარ მეფის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ...
გამოცხადდა კონკურსი - “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა “ 7 ოქტ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. კონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში: 1. ...
28 სექ, 2015
...
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით