მთავარი გვერდი
გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში 8 ოქტ, 2015
მიმდინარე წლის 27–30 სექტემბერს ქ. ბორჯომში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში.“ ტრენინგი მიზნად ისახავდა თიანეთის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დანერგას. ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური მექანიზმის არსებობა ითვალისწინებს საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს, ხოლო გამგეობაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის არსებობას.

თიანეთი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოს მასშტაბით, სადაც ჩამოყალიბდა გენდერული თანასწორობის საბჭო. საბჭოს მიზანია, საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია, განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები, განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაურმა,საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ტრენინგის განმავლობაში მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინსტიტუციური მექანიზმის მნიშვნელობა და სტრუქტურა, ფუნქციები და მოვალეობები, გენდერული თანასწორობის არსი, გენდერულ მიდგომები, სტერეოტიპებსი, გენდერისა და სქესის განსხვავება. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ გენდერული ბიუჯეტირებისა და გენდერული ანალიზის ცნებას საერთაშორისო გამოცდილებასა და საჭირო მიდგომებს.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო ჯგუფმა “ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებისათვის“ შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება, გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. 14 ივლისს, საკანონმდებლო წინადადება განიხილა და დადებითად შეაფასა პარლამენტთან არსებულმა გენდერული თანასწორობის საბჭომ. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განხილული იქნება საშემოდგომო სესიაზე.

პროექტის “გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” შესახებ. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე კოალიციის “ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის” განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის მხარდაჭერა და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის კვლევა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა 30 ოქტ, 2015
30 ოქტომბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. შემოდგომის ფერებში იყო ...
თიანეთში იუსტიციის სახლი გაიხსნა 23 ოქტ, 2015
23 ოქტომბერს, თიანეთში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ახლადაშენებული იუსტიციის სახლი საზეიმო ...
თიანეთის ბიბლიოთეკა 130 წლისაა 20 ოქტ, 2015
19 ოქტომბერს, თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, თიანეთის ბიბლიოთეკის დაარსებიდან 130-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ააიპ“თიანეთის ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები 8 ოქტ, 2015
✔ დ. თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, თამარ მეფის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ...
გამოცხადდა კონკურსი - “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა “ 7 ოქტ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. კონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში: 1. ...
27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე 28 სექ, 2015
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული და ტკივილით სავსე საქართველოს ისტორიის ფურცელი. ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით