მთავარი გვერდი
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები 8 ოქტ, 2015
✔ დ. თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, თამარ მეფის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ქ, არტნის I და II შესახვევი) გაივლის.

დაბა თიანეთში სანიაღვრე სისტემა გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მოეწყო და მას შემდეგ არ მომხდარა მისი კაპიტალური შეკეთება. არსებული ამორტიზებული ნიაღვარგამტარი კოლექტორები ვერ ატარებდნენ მოვარდნილ ნიაღვარს, რის გამოც ძლიერი წვიმების დროს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებოდა დაბა თიანეთის მოსახლეობას.

სამუშაოები ხორციელდება შპს“ დათო და კომპანიის“ მიერ და წლის ბოლომდე დასრულდება.

✔ თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ათეულობით წლის განმავლობაში არსებობდა. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა თანხების სიმცირის გამო, აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარეობს: სოფ. ცალუღელაანთკარისა და სოფ.თოლენჯის, სოფ. მელიასხევის, სოფ. ღულელების, სოფ. ქვემო კვერნაულას არტეზიული ჭების მოწყობისა და სოფლებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ასევე ყველა არტეზიულ ჭასთან მოეწყობა საქლორატორო შენობა.

შედეგად, ხუთივე სოფლის მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

✔ რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარეობს სოფ. ალოტში წყალსადენის სათავე ნაგებობის, ქსელის და საქლორატოროს მშენებლობა.

შედეგად სოფ. ალოტის მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.

✔ რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარეობს სოფ. ტუშურების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია არსებული წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია და ახალი 150 მ3 რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა, მოხდება „თეთრწყაროსა“ და „ქოთანას“ წყაროებზე არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია და მათი მიერთება წყლის მაგისტრალთან. აშენდება საქლორატორო შენობაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება.შედეგად სოფ. ტუშურებისა და სოფ. კახოიანების მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.

✔ დასრულების ეტაპზეა სოფ. ევჟენტში საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები.

წლების განმავლობაში უამინდობის დროს ტყიდან მოვარდნილი ღვარცოფის გამო სოფ. ევჟენტისა და სოფ. ძირხვნიანის მოსახლეობას გადადგილების პრობლემა ექმნებოდა.

ევჟენტის ხევზე საავტომობილო ხიდის აშენებით აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ გადაწყდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.

✔ დასრულების ეტაპზეა სოფ. მაგრანეთში რკინაბეტონის საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

მაგრანეთის ხევი სოფ. მაგრანეთს ორ ნაწილად ჰყოფს. წლების განმავლობაში უამინდობის დროს ტყიდან მოვარდნილი ღვარცოფი დიდ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან ხევზე გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა. ამის გამო სოფლის ერთი ნაწილი ვერ უკავშირდებოდა სკოლას, ბაღს, სამედიცინო პუნქტს და ადმინისტრაციულ შენობას.

ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.
გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში 8 ოქტ, 2015
მიმდინარე წლის 27–30 სექტემბერს ქ. ბორჯომში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში.“ ...
გამოცხადდა კონკურსი - “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა “ 7 ოქტ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“. კონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში: 1. ...
27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე 28 სექ, 2015
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული და ტკივილით სავსე საქართველოს ისტორიის ფურცელი. ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
თიანეთის საბავშვო ბაგა- ბაღების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ 21 სექ, 2015
ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სკოლამდელ ...
დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო 18 სექ, 2015
დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციას შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის ...
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 სექ, 2015
დ. თიანეთში მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სამუშაოები ორ ძირითად ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით