მთავარი გვერდი
გამოცხადდა კონკურსი - “ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა “ 7 ოქტ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით

“ მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“.

კონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო ფოტო

2. საუკეთესო ნახატი

3. საუკეთესო ჩანახატი

4. საუკეთესო ლექსი

✔კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;

✔კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა წარმოდგენილი ნამუშევარი შინაარსობრივად პასუხობდეს კონკურსის სათაურს;

✔კონკურსანტმა ჩანახატი უნდა წარმოადგინოს ნაბეჭდი სახით არაუმეტეს ორი გვერდისა (A4 ფორმატი, შრიფტის ზომა 11);

✔კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ლექსის მოცულობა, ნახატის ზომა და შესრულების ტექნიკა შეზღუდული არ არის;

✔კონკურსანტმა ნამუშევარი ( ჩანახატი, ნახატი, ლექსი) უნდა წარადგინოს

ა.(ა).ი.პ. „თიანეთის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელთან - ლალი შავერდაშვილთან.

მისამართი: რუსთაველის ქ N 1( თიანეთი კულტურის სახლი) ნამუშევრები ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:

oqrosferi.tianeti@gmail.com

✔ ნამუშევრები წარმოადგინეთ 7 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით;

✔ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით;

✔ გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება დ.თიანეთში ოქტომბრის ბოლოს გამართულ შემოდგომის ზეიმზე.

✔ ფოტოკონკურსის პირობების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ბმულს:



https://www.facebook.com/media/set/?set=a.910396575720657.1073741945.775861005840882&type=3
გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში 8 ოქტ, 2015
მიმდინარე წლის 27–30 სექტემბერს ქ. ბორჯომში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “გენდერული მეინსტრიმინგი თიანეთის მუნიციპალიტეტში.“ ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები 8 ოქტ, 2015
✔ დ. თიანეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1050 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი დ. თიანეთის ხუთ ქუჩას ( ნამორაძის ქ, ლაშარის ქ, თამარ მეფის ქ, ქუმსიაშვილის ქ, ცხრაკარის ...
27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე 28 სექ, 2015
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული და ტკივილით სავსე საქართველოს ისტორიის ფურცელი. ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
თიანეთის საბავშვო ბაგა- ბაღების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ 21 სექ, 2015
ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სკოლამდელ ...
დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო 18 სექ, 2015
დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციას შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის ...
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 სექ, 2015
დ. თიანეთში მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სამუშაოები ორ ძირითად ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით