მთავარი გვერდი
დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო 18 სექ, 2015
დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციას შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა, საჯარო სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, გამგებლის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და საკრებულოს დეპუტატებმა ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან.

დასუფთავდა დ. თიანეთის შემოსასვლელი, ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები.

აქცია გამიართა შპს „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ აქტიური მხარდაჭერით.

18-19-20 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის.

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 134 ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე).
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ 24 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს წითელი ...
ხევსურთსოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა 24 სექ, 2015
23 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევსურთსოფელში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 22 სექ, 2015
ძვირფასო თიანელებო! პარასკევს,25 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების, საჯარო ...
თიანეთის საბავშვო ბაგა- ბაღების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ 21 სექ, 2015
ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სკოლამდელ ...
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 სექ, 2015
დ. თიანეთში მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სამუშაოები ორ ძირითად ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ...
განცხადება საგრანტო კონკურსის შესახებ 16 სექ, 2015
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო,, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის ,,საქართველოში ...
,,დავასუფთაოთ საქართველო,, 16 სექ, 2015
18 სექტემბერს ,,დავასუფთაოთ საქართველო,, კამპანია იწყება ! 18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ...
სოფ. დულუზაურებში საბავშვო ბაღი გაიხსნა 15 სექ, 2015
თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი ზაქარია ქუცნაშვილისა და გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 ...
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 15 სექ, 2015
14 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. დილიდანვე განსაკუთრებული ხალისი და ჟრიამული იგრძნობოდა თიანეთის ქუჩებში. კოხტად ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით