მთავარი გვერდი
უნიკალური ექსპონატი თიანეთის მუნიციპალიტეტში 15 იან, 2016
გასული საუკუნის სამოციან წლებში ჟალეთის ძეგლის გაწმენდის სამუშაოების

ჩატარების დროს აღმოჩენილი იქნა სანათლავი. „იგი წარმოადგენს დიდი ზომის (85X60X45 სმ.) ოთხკუთხა ფორმის ყუთს, რომელიც გამოთლილია ერთი მთლიანი მაგარი ჯიშის ქვიშაქვისაგან. სანათლავი დამტვრეული იყო რამდენიმე ნაწილად. გარედან სანათლავი მორთულია რელიეფებით, ხოლო მეოთხე მხრიდან გლუვია, როგორც ჩანს, სანათლავი ამ მხრიდან მიდგმული ყოფილა კედელზე“. (ნ. ქადეიშვილი, ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, 1964 წ., თბილისი, გვ. 57).

ეს სანათლავი აღმოჩენის შემდეგ ინახება თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

და განეკუთვნება მუზეუმის ფონდს.სანათლავის რელიეფი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი მეტყველებს ადრეფეოდალური ხანის ერწო-თიანეთის ხელოვნების განვითარების მაღალ დონეზე.სანათლავის იმ დროინდელ მაღალ ღირსებაზე მეტყველებს თუნდაც მის გარე

კედლებზე გამოკვეთილი სცენები, „სანათლავის ერთ კედელზე წარმოდგენილია ნათლისღების სცენა (ტაბ. 11). ეს სიმეტრიული ოთხფიგუროვანი კომპოზიციაა. შუაში მოთავსებულია ქრისტეს შიშველი ფიგურა, მარცხნივ გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, მარჯვნივ კი - ორი ანგელოზი. ქრისტეს თავზე სწორკუთხა ჩარჩოში მტრედის გამოსახულება“ სულიწმინდაზე მიგვანიშნებს.სანათლავი ყურადღებას იპყრობს სხვა კედლის რელიეფითაც. ამ კედლის რელიეფი შედგება ორი კომპოზიციისაგან, მარცხენა ნაწილში გამოსახულია ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურა (სამი ანგელოზი, თ. პ.), მარჯვნივ კი ტოლმკლავებიანი ჯვარი, რომელსაც ქვედა ნაწილში მოკლე სახელური აქვს: ორივე კომპოზიცია ზემოდან შემოფარგლულია ორნამენტული ჩარჩოთი, იმავე ფოთლოვანი მოტივისა, როგორიცაა

გამოყენებული ნათლობის სცენაში“ (იქვე, გვ. 63).

ეს სანათლავი და მასზე გამოსახული რელიეფები მეცნიერ-მკვლევარის ნ. ქედეიშვილის მიერ დათარიღებულია მე-8-9 საუკუნეებით.სანათლავი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია არა მარტო ერწო-თიანეთში, არამედ იმდროინდელ საქართველოში და ადასტურებს, რომ ჟალეთში მე-5 საუკუნიდან მოქმედებდა გორგასლის მიერ დაარსებული საეპისკოპოსო და თიანეთიც ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ და ადინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
მირზა გელოვანის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა 15 იან, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტში, XX საუკუნის ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი 1983 წლიდან ფუნქციონირებს. ორსართულიანი ნაგებობა მთავარი ფასადისაკენ ფართო ჭვირული ...
ალილო თიანეთში 15 იან, 2016
ქრისტეშობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო. თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საუფლო დღესასწაული სარკმელში ...
7 იანვარს თიანეთში საშობაო მსვლელობა გაიმართება 6 იან, 2016
ალილოს საზეიმო მსვლელობა, 13:00 საათზე, დ. თიანეთში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყება. შობის მახარობლები დაბა თიანეთის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას ...
ახალი წელი თიანეთში 4 იან, 2016
31 დეკემბერს, თოვლის პაპამ, ფიფქიამ და მხიარულმა სანტებმა თიანეთის ქუჩებში გასართობი შოუ წარმოადგინეს, თიანელებს ახალი წლის შემობრძანება მიულოცეს და საღამოს ...
კუჟ-ბაღში სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა 17 დეკ, 2015
სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის ფარგლებში, დ. ...
ერთად მოვრთოთ ჩვენი საახალწლო ნაძვის ხე ! 15 დეკ, 2015
17 დეკემბერს, ბარბარობას, დ. თიანეთის ცენტრში აენთება საახალწლო ნაძვის ხე. ყველას გექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ნაძვის ხის მორთვაში. თქვენი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 9 დეკ, 2015
10 დეკემბერს, 12 საათზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით, გაიმართება შეხვედრა ...
ინფრასტრუქტურული პროექტები თიანეთის მუნიციპალიტეტში 9 დეკ, 2015
2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 482 445 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის 84 სოფლის ...
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტს თიანელი გამარჯვებული ჰყავს 7 დეკ, 2015
6 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პროექტის კინო სკოლაში სეზონის დახურვა დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნა. კინო სკოლაში ეროვნული კინოცენტრის პროექტია, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით