მთავარი გვერდი
ინფრასტრუქტურული პროექტები თიანეთის მუნიციპალიტეტში 9 დეკ, 2015
2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 482 445 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის 84 სოფლის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. ამასთან, დღეის მდგომარეობით, შესრულებულია დაგეგმილი სამუშაოების 99 %. სოფლებში განხორციელდა წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა; მოიხრეშა სოფლებთან მისასვლელი და შიდა გზები; განხორციელდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობლობა და კეთილმოწყობის სამუშაოები; შემოიღობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სასაფლაოს ტერიტორიები; მოხდა სარიტუალო ინვენტარისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა; განხორციელდა ნაპირსამაგრი და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რაც შეეხება „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ თანხას, მიმდინარე წელს იგი 2 046 538 ლარით განისაზღვრა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდა:

დასრულებულია სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დაბა თიანეთში; სოფ. ცალუღელაანთკარისა და სოფ.თოლენჯის, სოფ. ქვემო კვერნაულას არტეზიული ჭების მოწყობისა და სოფლებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ამასთან, ყველა არტეზიულ ჭასთან მოწყობილია საქლორატორო შენობა; დასრულდა წყალსადენის სათავე ნაგებობის, ქსელისა და საქლორატოროს მშენებლობა სოფ. ტუშურებსა და სოფ. ალოტში; დასრულდა საავტომობილო ხიდების მშენებლობა სოფ. ევჟენტსა და სოფ. მაგრანეთში,

მოიხრეშა სოფ. ევჟენტთან მისასვლელი გზა (1,8 კმ).

მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება არტეზიული ჭის მშენებლობა სოფ. ღულელებში;

წლის ბოლომდე დასრულდება, აგრეთვე, მდ. ივრის ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში ( 645მ).

მიმდინარე წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტურული პროექტები განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებითაც, მოხდა თიანეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზის აღდგენა, დაგებულია თანამედროვე სტანდატრის ცემენტო-ბეტონის გზის საფარი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 5 საავტომობილი ხიდის რეაბილიტაცია და ერთი ახალი ხიდის მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა ალოტი-ხევსურთსოფლის გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაც.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გაიხსნა საბავშვო ბაღი სოფ. დულუზაურებში, ხოლო სოფ. ხევსურთსოფლის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; დ. თიანეთის კულტურის სახლში დამონტაჟდა ინფრაწითელი გამათბობელი და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური გათბობის სისტემა. დ. თიანეთში გაიხსნა მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

მიმდინარეობს დ. თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ, პარკთან მისასვლელი გზის, გარე განათების, პარკინგისა და ღია სავარჯიშო მოედნის მოწყობა. მიმდინარეობს, აგრეთვე, სამების საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

მომავალ წელს დასრულდება თიანეთი-ჟინვალი-თბილისის გზის სამშენებლო სამუშაოები;

2016 წელს გათვალისწინებულია თიანეთი-ახმეტის გზის რეაბილიტაცია, კაპიტალური საავტომობილო ხიდების მშენებლობა სოფ. თეთრახევასა და სოფ. მაგრანეთში. აშენდება ორი საბავშვო ბაღი დ. სიონსა და სოფ. ნადოკრაში. დაგეგმილია, აგრეთვე, სამი საბავშვო ბაღის ( ჩაბანო, ნაქალაქარი, ახალსოფელი) და სამი ადმინისტრაციული შენობის (ჩეკურაანთგორი, ღულელები, სიონი) სრული რეაბილიტაცია.

უნიკალური ექსპონატი თიანეთის მუნიციპალიტეტში 15 იან, 2016
გასული საუკუნის სამოციან წლებში ჟალეთის ძეგლის გაწმენდის სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩენილი იქნა სანათლავი. „იგი წარმოადგენს დიდი ზომის (85X60X45 სმ.) ოთხკუთხა ფორმის ...
მირზა გელოვანის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა 15 იან, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტში, XX საუკუნის ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი 1983 წლიდან ფუნქციონირებს. ორსართულიანი ნაგებობა მთავარი ფასადისაკენ ფართო ჭვირული ...
ალილო თიანეთში 15 იან, 2016
ქრისტეშობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო. თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საუფლო დღესასწაული სარკმელში ...
7 იანვარს თიანეთში საშობაო მსვლელობა გაიმართება 6 იან, 2016
ალილოს საზეიმო მსვლელობა, 13:00 საათზე, დ. თიანეთში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყება. შობის მახარობლები დაბა თიანეთის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას ...
ახალი წელი თიანეთში 4 იან, 2016
31 დეკემბერს, თოვლის პაპამ, ფიფქიამ და მხიარულმა სანტებმა თიანეთის ქუჩებში გასართობი შოუ წარმოადგინეს, თიანელებს ახალი წლის შემობრძანება მიულოცეს და საღამოს ...
კუჟ-ბაღში სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა 17 დეკ, 2015
სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის ფარგლებში, დ. ...
ერთად მოვრთოთ ჩვენი საახალწლო ნაძვის ხე ! 15 დეკ, 2015
17 დეკემბერს, ბარბარობას, დ. თიანეთის ცენტრში აენთება საახალწლო ნაძვის ხე. ყველას გექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ნაძვის ხის მორთვაში. თქვენი ...
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ! 9 დეკ, 2015
10 დეკემბერს, 12 საათზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით, გაიმართება შეხვედრა ...
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტს თიანელი გამარჯვებული ჰყავს 7 დეკ, 2015
6 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პროექტის კინო სკოლაში სეზონის დახურვა დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნა. კინო სკოლაში ეროვნული კინოცენტრის პროექტია, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით