მთავარი გვერდი
თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზა ოფიციალურად გაიხსნა 22 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან არაგვის, ივრისა და ილტო-ალაზნის ხეობს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ეს უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენს დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს.

პროექტის განხორციელებისთვის 21 000 000 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, სახიდე გადასასვლელები, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები.

გზის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროების, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები 26 ივლ, 2017
25 ივლისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ...
ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის გახსნა 22 ივლ, 2017
სოფ.ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით