მთავარი გვერდი
თიანეთის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 1 თებ, 2018
31 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა შალვა გივიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ჭონქაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.



შალვა გივიშვილმა წარმოადგინა რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში. ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ პროექტებზე, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სასოფლო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამებზე, რომელთა საშუალებითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრანტების გაცემა, აღნიშნული მიმართულებების განსავითარებლად.



ბატონმა შალვამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სააგენტოს ახალი ინიციატივა - „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“, რომელიც მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს გრანტი ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ, განიხილეს პრობლემები და პერსპექტივები კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.



შეხვედრის დასასრულს შალვა გივიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა რაც შეიძლება მეტი საინტერესო და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული საგრანტო პროექტი იქნას შემუშავებული მუნიციპალურ დონეზე. თავის მხრივ, სააგენტოს მხრიდან აღუთქვა მხარდაჭერა ახალი ინიციატივებისა და კონკრეტული ღონისძიებების წარმატებით განხორციელების საქმეში.
თიანეთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს 'მერების შეთანხმებით'ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას 9 თებ, 2018
9 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა თემაზე „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“. შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა გიორგი ...
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას - ინტერვიუ პაატა ივანაურთან 1 თებ, 2018
საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ პირველ რიგში, მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობ ხელს. გამომდინარე ...
თიანეთში ქრისტეშობის დღესასწაული აღინიშნა 7 იან, 2018
ქრისტესშობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო. თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საუფლო დღესასწაული საზეიმო ...
საახალწლო ნობათი შეჭირვებულ ოჯახებს 30 დეკ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივითა და პოეტ ტარიელ ხარხელაურის თაოსნობით საახალწლოდ გახსნილმა სპეციალურმა ანგარიშმა, მცირე დროში, უამრავი ...
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით