მთავარი გვერდი
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა , “სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამმადოვმა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტში დაბა სიონის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთეს. შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 2012 წელს დაიწყო და დღემდე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია 1822 აბონენტი. მიმდინარე წელს კი უკვე გაზიფიცირებულ დაბა თიანეთსა და მუნიციპალიტეტის 11 სოფელს კიდევ ოთხი სოფელი: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი და დაბა სიონი შეემატება. „პროექტი ითვალისწინებს 496 ოჯახის გაზიფიცირებას დაბა სიონში. ესენი არიან, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე მოაგარაკეები. აშენდა 30 კილომეტრი გაზსადენის მილი და 22 წლის შემდეგ სიონს პირველად მიეწოდა ბუნებრივი აირი. მადლობა მინდა ვუთხრა ენერგეტიკის სამინისტროს და კომპანია „სოკარს“ გვერდში დგომისთვის. სიონი არის ერწოს ზონაში პირველი დასახლებული პუნქტი, რომელსაც მიეწოდება ბუნებრივი აირი, ამასთან აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი. თიანეთის სიონი იქცევა მთავარ გამანაწილებელ პუნქტად ერწოს სოფლების გაზიფიცირებისთვის.“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით