მთავარი გვერდი
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო დღესასწაულთან ერთად, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მრევლი თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნას ზეიმობდა. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ახლადაშენებული სამების საკათედრო ტაძარი აკურთხა. შესრულდა სადღესასწაულო წირვა, რომლის დასრულების შემდგომ გაიმართა ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალი. დღის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში წარმოდგენილი იყო სპორტული და კულტურული სანახაობები, თიანეთის ნატურალური პროდუქტები,ხალხური რეწვის ნიმუშები.გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა და თიანელი სახალხო მთქმელის ივლიტა შავერდაშვილის წიგნის „ლექსად მოსული სიცოცხლე“ პრეზენტაცია. მსურველებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ფშაური სამზარეულო, დამბალი ხაჭო და ხინკალი. მოეწყო ზღაპრული ქალაქი ბავშვებისათვის, ასევე სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან მომზადებული ჩაის გამოფენა-დეგუსტაცია. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. თიანეთის მუნიციპლიტეტის გამგებელმა, ლელა ქიტესაშვილმა რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, საოპერო მომღერალ მზია დავითაშვილს და სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს, თიანელების მეგობარსა და გულშემატკივარს, გოჩა ტყეშელაშვილს „თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიანიჭა და „ საპატიო მოქალაქის“ დიპლომი, მოწმობა და ჯილდო ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გადასცა. წლევანდელი თიანეთობა, წინა წლებისგან განსხვავებით, გამოირჩეოდა იმითაც, რომ მოხდა თიანეთის საჯარო სკოლების 2016 წლის კურსდამთავრებულების დაჯილდოება. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა,ირაკლი ზვიადაურმა, მეუფე მიქაელთან და დავით ნარმანიასთან ერთად გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ,აგრეთვე, დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, წმინდა სინოდის წარმომადგენლები და პატრიარქის მხედრობა. საღამოს, კულტურისა და დასვენების პარკში, გაიმართა ანსამბლ „დროშიონის“ კონცერტი, რომლის დასრულების შემდგომ თიანელების წინაშე წარდგა მუსიკალური ბენდი „რეზო და ბავშვები“ ბაბისა და პიკასოსთან ერთად. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით