მთავარი გვერდი
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება უწმინდესი და უნეტარესი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.

08:00 საათზე დაიწყება ტაძრის კურთხევა და 10 საათიდან საკათედრო ტაძარში აღევლინება სადღესასწაულო წირვა.ტაძრის კურთხევას და წირვას შეასრულებს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. თიანელებსა და თიანეთის სტუმრებს შესაძლებლობა გეძლევათ დაესწროთ წირვას და თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენის მონაწილენი გახდეთ.

"თიანეთობის" სახალხო დღესასწაულზე ძირითადი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განახლდება 14:00 საათიდან.
თიანეთში ქრისტეშობის დღესასწაული აღინიშნა 7 იან, 2018
ქრისტესშობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო. თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საუფლო დღესასწაული საზეიმო ...
საახალწლო ნობათი შეჭირვებულ ოჯახებს 30 დეკ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივითა და პოეტ ტარიელ ხარხელაურის თაოსნობით საახალწლოდ გახსნილმა სპეციალურმა ანგარიშმა, მცირე დროში, უამრავი ...
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით