მთავარი გვერდი
ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის გახსნა 22 ივლ, 2017
სოფ.ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი პირადად გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში ლევან იზორიამ და ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის თავდადებაზე გაამახვილეს ყურადღება და მადლობა გადაუხადეს თითოეულ ადამიანს, ვინც ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის მშენებლობაში მიიღო მინაწილეობა. მოწვეული სტუმრებისთვის ზურაბ იარაჯულის ფორმის და ფოტოების გამოფენა მოეწყო. საქართველოს ეროვნული გმირის პატივსაცემად კონცერტიც გამართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ნინუა, ზურაბ იარაჯულის მეგობრები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასში ზურაბი და მისი რამდენიმე მეგობარი აეროკლუბში გაწევრიანდნენ და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნენ. მან მისაღები გამოცდები ოჯახისგან მალულად ჩააბარა და 1988 წელს რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში მოხვდა. 1989 წლის 9 აპილის ტრაგედია ზურაბმა მტკივნეულად განიცადა. ის რუსეთში აღარ გაჩერდა და საქართველოში დაბრუნდა. მან სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა. ამ დროს აფხაზეთის ომი აქტიურ ფაზაში შევიდა. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 25-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა, ბოლო კი, 1993 წლის 13 ივლისს იყო, როდესაც აფხაზეთში, სოფელი შრომა რუსული სამხედრო შენაერთებისგან იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ რამდენიმე გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა მალევე აქტიური მოქმედება აუცილებელი გახდა. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო საბრძოლო მისია აღმოჩნდა. ზურაბ იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურაბ იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გუმისთის ტყეში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენმა მებრძოლეებმა ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქციეს. ზურას დანებება შესთავაზეს, მაგრამ მან ტყვეობაზე უარი თქვა. მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი კი დაჭრა. 22 წლის მფრინავი, კაპიტანი იარაჯული ადგილზე გმირულად დაიღუპა. 1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და ზურას მამამ გმირი შვილი საქართველოში ჩამოასვენა. 2013 წლის 19 სექტემბერს ზურაბ იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები 26 ივლ, 2017
25 ივლისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ...
თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზა ოფიციალურად გაიხსნა 22 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან არაგვის, ივრისა და ილტო-ალაზნის ...
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული ...
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით