მთავარი გვერდი
სოფ.არტანში სანიაღვრე-არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 ივნ, 2017
თიანეთის ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარებისა“ და შავი ზღვის ეკო-აკადემიის მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, სოფელ ზემო არტანში საწრეტ-სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია ხორციელდება. სოფ. ზემო არტანი, გეოგრაფიული მდებარეობიდან და რთული ლანდშაფტიდან გამომდინარე, განეკუთვნება ბუნებრივ კატაკლიზმებს დაქვემდებარებულ მაღალი რისკის მქონე სოფელთა რიცხვს. სხვა ბუნებრივ კატასტროფებთან ერთად, სოფლისთვის მნიშვნელოვნად საზიანოა ღვარცოფი, რომელიც პრობლემებს უქმნის სოფელზე გამავალ ცენტრალურ გზას, საბავშვო ბაგა-ბაღისა და ადმინისტრაციულ შენობას, ქუჩის მიმდებარედ არსებულ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს. ღვარცოფის გამო, მოსალოდნელია საცხოვრებელი სახლების დაზიანება და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს ორ სოფელს, არტანსა და ღორღას. ამავე დროს, ეს არის ივრის ხეობაზე საზაფხულო საძოვრებთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რომლითაც მრავალი ადამიანი სარგებლობს. სოფლის ცენტრში, წყაროს მიმდებარედ, გზაზე, არსებული გრუნტის წყლების გამო, არის მუდმივი სისველე,რაც ზამთრის პერიოდში იყინება და ხდება გაუვალი როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, OXFAM- ის ინიცირებით, თემის მოსახლეობის საერთო შეხვედრაზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი „არტანი“, რომლის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოითქვა აზრი, რომ მოხდეს სოფელში არსებული საწრეტ-სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია და წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება-შემოღობვა. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში და უახლოეს მომავალში დასრულდება. 23 ივნისს პროექტის მონიტორინგის ჯგუფმა სოფ.არტანში სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა, ასევე გაიმართა შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც მომავალში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართულობით შემუშავდება საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური გეგმა.
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017 18:02
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული ...
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიომასის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა 28 ივნ, 2017
საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვიზიტი ბრიუსელში 22 ივნ, 2017
18-21 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის ...
დაბა თიანეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა 22 ივნ, 2017
22 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჰემატოლოგიისა და ...
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 15 ივნ, 2017
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ავარიული კედლის აღდგენა; სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია; ...
ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ 10 ივნ, 2017
10 ივნისს, ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების თანამშრომლებს მორიგი ტრენინგი ...
სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი 9 ივნ, 2017
9 ივნისს ააიპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით