მთავარი გვერდი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვიზიტი ბრიუსელში 22 ივნ, 2017
18-21 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი გაიმართა. შეხვედრებზე ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დაფიქსირებულ პროგრესზე და დადებითად შეაფასეს ქვეყნის მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული, მათ შორის, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა. ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა/ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მაისურაძემ.
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017 18:02
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული ...
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიომასის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა 28 ივნ, 2017
საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) ...
სოფ.არტანში სანიაღვრე-არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 ივნ, 2017
თიანეთის ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია ...
დაბა თიანეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა 22 ივნ, 2017
22 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჰემატოლოგიისა და ...
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 15 ივნ, 2017
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ავარიული კედლის აღდგენა; სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია; ...
ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ 10 ივნ, 2017
10 ივნისს, ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების თანამშრომლებს მორიგი ტრენინგი ...
სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი 9 ივნ, 2017
9 ივნისს ააიპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით