მთავარი გვერდი
"ოფთალმიჯის" მორიგი აქცია თიანელებისთვის 2 ივნ, 2017
2 ივნისს, საყოველთაო დაზღვევისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, 18 თიანელს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია გაუკეთდა.



2016 თებერვალში თიანეთს სტუმრობდა თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“. საქველმოქმედო აქციაზე მოსახლეობას ჩაუტარდა თვალის უფასო გამოკვლევები და მოხდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკა: ვიზომეტრია - მხედველობის შემოწმება, სათვალის შერჩევა, ბიომიკროსკოპია, თვალის ფსკერის გამოკვლევა, პანომეტრია. გამოკვლევების შედეგად შეირჩნენ პაციენტები, რომელთაც თვალის (კატარაქტის) ოპერაცია ესაჭიროებოდათ. მიმდინარე წლის 2 ივნისს აღნიშნულ პაციენტებს თანადაფინანსებით გაუკეთდა კატარაქტის ოპერაცია. სამედიცინო ხარჯების ნაწილი დაიფარება საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ხოლო პაციენტების გადასახდელ თანხას აანაზღაურებს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. (სოციალურად დაუცველებს აუნაზღაურდებათ გადასახდელი თანხის 100 %, ხოლო პენსიონერებს - 50 %).

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ოფთალმიჯის“ ვიზიტის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება უზრუნველყო თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები 26 ივლ, 2017
25 ივლისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ...
ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის გახსნა 22 ივლ, 2017
სოფ.ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული ...
თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზა ოფიციალურად გაიხსნა 22 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან არაგვის, ივრისა და ილტო-ალაზნის ...
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული ...
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით