მთავარი გვერდი
26 მაისი, 2017 წელი 26 მაი, 2017
მიმდინარე წლის 26 მაისს თიანეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულთან ერთად, გენიალური ქართველი პოეტის, მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნისა და ჰუმანისტის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნა. „შოთა რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე ვეფხისტყაოსანი“- ბრძანებდა ვაჟა-ფშაველა. პოემა ვეფხისტყაოსანი სიბრძნისა და პოეზიის ამოუწურავი საგანძურია.ამიტომ მას ღირსეული კუთვნილი ადგილი უჭირავს მსოფლიო პოეზიის უპირველეს შედევრთა შორის. თიანეთის კულტურის სახლში ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებისა და საჯარო სკოლების პედაგოგების მიერ შესრულებული საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა საზეიმო კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით. 26 მაისს თიანეთი ტრადიციულად ახალი შენაძენით შეხვდა. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა არჩილის მონასტერთან და სოფ. ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზები. გზის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ და ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, ჟებოტის ამაღლების ეკლესიაში მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად აღევლინა პარაკლისი.
დაბა თიანეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა 22 ივნ, 2017
22 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჰემატოლოგიისა და ...
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 15 ივნ, 2017
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ავარიული კედლის აღდგენა; სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია; ...
ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ 10 ივნ, 2017
10 ივნისს, ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების თანამშრომლებს მორიგი ტრენინგი ...
სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი 9 ივნ, 2017
9 ივნისს ააიპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მორიგი სამუშაო თათბირი 6 ივნ, 2017
6 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა გამგებლის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო თათბირი გამართა. ამასთან, დღეს, პროექტის „ეთიკა საჯარო ...
"ოფთალმიჯის" მორიგი აქცია თიანელებისთვის 2 ივნ, 2017
2 ივნისს, საყოველთაო დაზღვევისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, 18 თიანელს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია გაუკეთდა. 2016 თებერვალში თიანეთს სტუმრობდა ...
"ეთიკა საჯარო სამსახურში" პირველი სამუშაო შეხვედრა 27 მაი, 2017
27 მაისს, დ.თიანეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული ტრენერები რევაზ ეგაძე და თამარ კაპანაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ...
გამწვანების აქცია ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში 20 მაი, 2017
20 მაისს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ...
აწარმოე საქართველოში 16 მაი, 2017
16 მაისს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი ირინე ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით