მთავარი გვერდი
ეთიკა საჯარო სამსახურში 16 მაი, 2017
16 მაისს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები თიანეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და გამგებლის მრჩეველმა გენდერული პოლიტიკის საკითხებში თამთა მეგრელიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს გამგეობის მიერ ევროსაბჭოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი „ეთიკა საჯარო სამსახურში“. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში სპეციალური საფოსტო ყუთები განთავსდა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ზარიძეების ადმინისტრაციულ შენობასთან. საფოსტო ყუთი დაიდგმება კიდევ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა საფოსტო ყუთში განათავსოს წერილი, რომლის ადრესატიც იქნება უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელი. ეს იქნება მარტივი და პირდაპირი წერილობითი სახის გზავნილი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან - თქვენი მოსაზრება,თქვენი მონაწილეობა,თქვენი აზრი მნიშვნელოვანია! „თითოეული თქვენგანის აზრი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამდენად ეს ყუთი იქნება ჩემი და თქვენი უშუალო კომუნიკაციის საშუალება“ - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა. პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული კვალიფიციური ტრენერები, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, შეიმუშავებენ ეთიკის კოდექსს, რომელიც იქნება მორგებული კონკრეტულად თიანეთის მუნიციპალიტეტზე, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით