მთავარი გვერდი
რაიონული კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას" 11 მაი, 2017
11 მაისს თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბ-ნი ირაკლი ზვიადაურის ინიციატივით გაიმართა რაიონული კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას“, სადაც მუნიციპალიტეტის თერთმეტივე საჯარო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა 33 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, სულ 165 მოსწავლე. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა, საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: დაწყებითი საფეხურის გუნდები III ადგილი - ღულელების საჯარო სკოლა II ადგილი - ახალსოფლის საჯარო სკოლა I ადგილი - დ.თიანეთის №1 საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის გუნდები III ადგილი დ. სიონის საჯარო სკოლა II ადგილი ზარიძეების საჯარო სკოლა I ადგილი დ.თიანეთის №2 საჯარო სკოლა საშუალო საფეხურის გუნდები III ადგილი ტუშურების საჯარო სკოლა II ადგილი დ.თიანეთის №2 საჯარო სკოლა I ადგილი დ.თიანეთის №1 საჯარო სკოლა ღონისძიებას ესწრებოდნენ: თიანეთის მუნიციპალიტეტი გამგებლის მოადგილე ლალი ბუწანკალური, კულტურის სამსახურის უფროსი ლალი ქაჩლიშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, საჯარო სკოლების მოსწავლეები, დირექტორები, პედაგოგები, მცხეთისა და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები. ტარიელ ხარხალაური: „ეს არის დღე, რომელიც ასე სჭირდება დღევანდელობას. საკუთარი ერის ისტორიის არცოდნა ხელს უშლის მომავლის განსაზღვრას. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რათა ვისწავლოთ სწორად ცხოვრების წესი“. დავით ოსეფაშვილი დუშეთის რესურსცენტრის უფროსი - „მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგა ირაკლი ზვიადაურს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია არამარტო ვიცოდეთ, არამედ გვიყვარდეს ჩვენი ერის ისტორია. მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ ჩვენი წინაპრების ღირსეული ქმედებები“. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლალი ბუწანკალური: „ ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. აქ მყოფი ყველა მოსწავლე არის გამარჯვებული, რადგან მათ გაუჩნდათ სურვილი ასეთ საპასუხისმგებლო კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. გამარჯვებულ გუნდებს ვულოცავ წარმატებას და მაქვს პატივი დღევანდელი წარმატება განსაკუთრებულად მივულო პირველ ადგილზე გასულ თიანეთის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ დირექტორს ქალბატონ ნათელა კოჭლამაზაშვილს და ამ სკოლის ყველა მასწავლებელს. ეს სკოლა ჩემთვის განსაკუთრებულად ახლობელია, რადგან მე ვიყავი ამ სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი და დირექტორი. ძალიან მიხარია, რომ ასეთ საპასუხისმგებლო და პატრიოტულ კონკურსში ამ სკოლამ დაიკავა პირველი ადგილი.“
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით