მთავარი გვერდი
თიანეთში ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრი გაიხსნა 11 აპრ, 2017
11 აპრილს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ და ა/ო „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„თემების მედეგობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. 2016 წლის ივნისში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შერჩეულ სამ სოფელში - ჯიჯეთში, ჩაბანოსა და არტანში, კატასტროფების მიმართ ყველაზე მოწყვლადი სოფლის შერჩევის მიზნით, პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა ექსპერტმა გამართა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. კვლევის შედეგად, ბუნებრივი კატასტროფების მიმართ ყველაზე მოწყვლად სოფლად არტანი დასახელდა. 11 აპრილს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა ქიტესაშვილმა „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობასა და ა/ო „ბრიჯ-ინოვაცია განვითარებასთან“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. დ.თიანეთში შეიქმნა ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობაში განთავსდა. ოთახის გარემონტება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა პროექტმა უზრუნველყო. სოფ. არტანში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა.სოფლის ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა და შემუშავდა პროექტი - „სოფ. არტანში საწრეტ-სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია“, რომელიც განხორციელდება მიღებული გრანტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით და რაც მთავარია, არტნის მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით. ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების რესურსცენტრის ინიციატივით დ.თიანეთის #1 საჯარო სკოლის მე-7, მე-8 კლასების ბაზაზე შექმნილია ეკო კლუბი, რომელიც გეგმის შესაბამისად სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს. სოფ.არტანში კი ჩამოყალიბდა მოხალისე მაშველთა ჯგუფი, რომელიც შესაბამისი ტრენინგების საფუძველზე მიიღებს ცოდნას პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის შესახებ. ამასთან, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის თანამშრომლები და ორგანიზაციის მიერ დაქირავებული ექსპერტები და ტრენერები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის გამართავენ შეხვედრებს,სემინარებსა და ტრენინგებს კატასტროფების რისკების შემცირების, კლიმატის ცვლილებასა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები 26 ივლ, 2017
25 ივლისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ...
ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის გახსნა 22 ივლ, 2017
სოფ.ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული ...
თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზა ოფიციალურად გაიხსნა 22 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან არაგვის, ივრისა და ილტო-ალაზნის ...
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული ...
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიომასის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა 28 ივნ, 2017
საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) ...
სოფ.არტანში სანიაღვრე-არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 ივნ, 2017
თიანეთის ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით