მთავარი გვერდი
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! 21 მარ, 2017
21 მარტს, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. მსოფლიო კამპანიას ტრადიციულად შეუერთდა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ტკბილეული და სათამაშოები შეიძინეს. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, საცხოვრებელი ადგილის შესამაბისად, საჩუქრებს გამგებლის წარმომადგენლები გადასცემენ, ხოლო მათ ოჯახებს, ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, გამგეობისგან ორასი ლარი დაერიცხება. 21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ამ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიებები იმართება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა 29 ნოე, 2017
29 ნოემბერს დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ...
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 27 ნოე, 2017
გლოვის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის ...
თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 13 ნოე, 2017
დღეიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, შეხვდა მერიის სტრუქტურული ერთეულის ...
22 წლის შემდეგ დაბა სიონს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდება 19 ოქტ, 2017
19 ოქტომბერს დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის ...
„მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომა“ 16 ოქტ, 2017
„ზაფხულის ხვატი იდუმალ ხელს მოუპარია მწვანე თიანეთს ოქროსფერი შემოჰპარვია.“ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს 2015 წლის ოქტომბერში ჩაეყარა ...
სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 18 სექ, 2017
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. ...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 15 სექ, 2017
15 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წლის მაცნე - პირველი ზარი დაირეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო 15 სექ, 2017
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს ...
თიანეთში ემზარ ხუცურაულის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში 24 აგვ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და ააიპ ...
თიანეთში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 23 აგვ, 2017
23 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა თამილა ხარანაულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა დაბა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით