მთავარი გვერდი
თიანეთის მუნიციპალიტეტში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა 8 მარ, 2017
წელს 8 მარტი თიანეთის მუნიციპალიტეტში წინა წლებისგან რამდენადმე განსხვავებულად აღინიშნა. გამგებლის, ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით თიანეთის კულტურის სახლში მოეწყო შეხვედრა უფროსი თაობის ღვაწლმოსილ თიანელ ქალბატონებთან. ლამაზად გაფორმებული მისალოცი ბარათი ორასორმოცდაათზე მეტ ხანდაზმულ ქალბატონს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მოწვეულთაგან ყველამ ვერ მოახერხა ღონისძიებაზე დასწრება, ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან შეხვედრის სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საკუთარი სურათები და წერილები გამოუგზავნეს ღონისძიების ორგანიზატორებს.

დარბაზში მობრძანებულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ. სპეციალურად მომზადებული ფოტოკოლაჟით სცენაზე გაცოცხლდა მათი ახალგაზრდობის წლები და მრავალი წლის უნახავ მეგობრებს „შეხვდნენ“. საღამო ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, იყო მონატრების სევდა.. სიხარულის, სიამაყის და ბედნიერების ცრემლი... სარვამარტო ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თიანეთში მოქმედ დაწესებულებებში დასაქმებული ქალბატონები. მოწვეულ სტუმრებს საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან გულთბილად ხვდებოდა გამგებლის მოადგილე და ღონისძიების ორგანიზატორი ქ-ნი ლალი ბუწანკალური.

ქალბატონებს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული მიულოცეს და ისაუბრეს ქალის როლსა და დამსახურებაზე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსებით მოეფერა თიანეთის საპატიო მოქალაქე, პოეტი ტარიელ ხარხელაური. თიანელი მამაკაცების სახელით ქალბატონებს 8 მარტი ლექსით მიულოცა ააიპ მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელმა ნუკრი ფაშურიშვილმა, ხოლო ააიპ სპორტული კლუბი “თიანეთის“ დირექტორმა გიორგი ბიჩელაშვილმა მათ სიმღერა მიუძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უფროსი თაობის ღვაწლმოსილი ქალბატონები: წლების მანძილზე თიანეთის რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე ფატი შუშანაშვილი; პოეტი ეთერ აბრამიშვილი; თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის 1-ლი საშუალო სკოლის ექთანი ნინო ობგაიძე.

დარბაზში მობრძანებული ყველა ქალბატონი გამგებლისგან ყვავილების ლამაზი თაიგულით დასაჩუქრდა. ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 28 აპრ, 2017 18:48
28 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგეობის, ააიპ-ებისა და თიანეთის სატყეო უბნის ...
უფასო საქველმოქმედო აქცია თიანელებისათვის 26 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 29 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის მოწვევით ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო თათბირი 20 აპრ, 2017
20 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა ქიტესაშვილმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა.თათბირს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, ...
საქართველოს მოხალისე 13 აპრ, 2017
ყურადღება! საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო „მოხალისეობის განვითარების პროგრამის – საქართველოს მოხალისე” განხორციელება. ...
პროექტის „ლამაზია ჩემი სკოლა, ლამაზია სკოლის ეზო“ პრეზენტაცია 12 აპრ, 2017
12 აპრილს სსიპ დ.თიანეთის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლეილა ლევერაშვილთან ერთად, პროგრამა „მომავლის თაობის“ მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების ...
თიანეთში ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრი გაიხსნა 11 აპრ, 2017
11 აპრილს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ და ა/ო „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„თემების მედეგობის ...
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი... 9 აპრ, 2017
დღეს დ.თიანეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, გამგეობისა და ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლებთან ...
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა 2 აპრ, 2017
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის გადაწყვეტილებით ...
ჰუმანიტარული აქცია თიანეთში 24 მარ, 2017
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით, ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო თათბირი 22 მარ, 2017
22 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა ქიტესაშვილმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა,რომელსაც ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით