მთავარი გვერდი
საქართველოს მოხალისე-2017 6 მარ, 2017
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო „მოხალისეობის განვითარების პროგრამის – საქართველოს მოხალისე” განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

„მოხალისეობის განვითარების პროგრამის” ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა”, რომელიც განთავსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებგვერდზე youth.gov.ge (http://youth.gov.ge/home / http://volunteers.youth.gov.ge/). ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება 10 თებერვლიდან.

ბაზაში დარეგისტრირების საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით მოხალისეობით დაინტერისებულ პირებს, რომლებიც შემდეგში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში ასევე, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებში.
თიანეთობა 2017 13 აგვ, 2017
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო ...
12 აგვისტოს გიწვევთ "თიანეთობა 2017" 10 აგვ, 2017
12 აგვისტოს"თიანეთობის" სახალხო დღესასწაული დაიწყება თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით.ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ ესტუმრება ...
საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები 26 ივლ, 2017
25 ივლისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ...
ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის გახსნა 22 ივლ, 2017
სოფ.ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული ...
თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზა ოფიციალურად გაიხსნა 22 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან არაგვის, ივრისა და ილტო-ალაზნის ...
თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება 20 ივლ, 2017
20 ივლისს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული ...
საინფორმაციო შეხვედრა თიანეთში 14 ივლ, 2017
14 ივლისს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის თავმჯდომარე ლია ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება 13 ივლ, 2017
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება ► პროექტის შესაბამისად, კეთდება: • ასფალტ-ბეტონის საფარიანი საგზაო სამოსი, • ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიომასის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა 28 ივნ, 2017
საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) ...
სოფ.არტანში სანიაღვრე-არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 ივნ, 2017
თიანეთის ბუნებრივი კატასტროფების რესურსცენტრის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით