მთავარი გვერდი
თიანეთში სახალხო დღესასწაული ყველიერი გაიმართა 28 თებ, 2017
27 თებევრალს, სოფ. ტუშურებში სახალხო დღესასწაული „ყველიერი” გაიმართა. მოეწყო ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში,სადაც სპორტსმენები თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან ათ წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

საპრიზო ადგილები შედეგნაირად გადანაწილდა:

27 კგ.

I- ცალუღელაშვილი ალექსანდრე - თიანეთი

II- ბოდაველი ნიკა - თიანეთი

III - იარაჯული მიხეილ - თიანეთი

30 კგ.

I - ნარიმანიძე გიორგი - დუშეთი

II - ცალუღელაშვილი ალექსანდრე - თიანეთი

III - ჟიჟიაშვილი დავით - თიანეთი

34კგ.

I- ფეტვიაშვილი ვახო - თიანეთი

II- ობგაიძე ვაკო - დუშეთი

III - გვრიტიშვილი ნუგზარ - თიანეთი

40კგ.

I- ბოდაველი გიორგი - თიანეთი

II -ფაშურიშვილი დიმიტრი - თიანეთი

III - ჩიტაური დავით - თიანეთი

45 კგ.

I- ბებერაშვილი ნიკოლოზი - თიანეთი

II - სისაური არჩილ - თიანეთი

III - ღვინიაშვილი დიმიტრი - თიანეთი

50კგ.

I- ოქროპირიძე ნიკოლოზ - დუშეთი

II - გოგიშვილი რატი - დუშეთი

III - ბეჟანიშვილი ბაქარი-თიანეთი

55კგ.

I- ჩიტაური ვალერი - თიანეთი

II - ფიცხელაური ილია - დუშეთი

III - ფეტვიაშვილი ლევანი - თიანეთი

65კგ.

I - ბერბერაშვილი ლევანი - თიანეთი

II- ქაჩლიშვილი დავით - თიანეთი

III - წერეთელი ლაშა - დუშეთი

70 კგ.

I- მათიაშვილი ვალერი - დუშეთი

II - ქავთარაძე ზურა - დუშეთი

III-ცალუღელაშვილი ბესიკ - თიანეთი

75 კგ.

I - ბანცური ლევანი - დუშეთი

II - ქავთარაძე ზურა - დუშეთი

III - ცალუღელაშვილი ნოდარი - თიანეთი

80 კგ.

I - ცალუღელაშვილი ნოდარი - ფალავანი

II - ბანცური ლევანი - დუშეთი

III - კობაური დიმიტრი - დუშეთი

+80 კგ.

I -იარაჯული სოსო - თიანეთი

II - ცალუღელაშვილი ნოდარი - თიანეთი

III - ქავთარაძე გივი - დუშეთი

ა.(ა).ი.პ „სპორტული კლუბი თიანეთის“ მიერ დაწესებული მთავარი პრიზის მფლობელი ნოდარ ცალუღელაშვილი გახდა. საპრიზო ადგილზე გასულებს კი შესაბამისი ხარისხის დიპლომები და თასები გადაეცათ. ამასთან, 30 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ალექსანდრე ცალუღელაშვილს, გარდაცვლილი თიანელი ახალგაზრდის, იმედა ცოცხალაშვილის სახელობის პრიზი გადასცა იმედას ბიძაშვილმა, გიორგი ცოცხალაშვილმა.

„ყველიერი,“ როგორც რელიგიური ხასიათის ფართომასშტაბიანი სახალხო დღესასწაული შორეული წარსულიდან მოდის და საუკუნეების მანძილზე ტრადიციად ჩამოყალიბდა . იგი დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იწყებოდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. “ყველიერი“ მასიური ლხენის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. იმართებოდა სხვადასხვა სახალხო წარმოდგენა, სადაც მთელი რაიონის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. ეწყობოდა ჭიდაობა, ცეკვა-თამაში დოლ-გარმონის თანხლებით. გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თეატრალურ წარმოდგენებში. „ყველიერის“ დღეებში იმართებოდა , აგრეთვე, „ყეენობა“ . თავდაპირველად მასში ბუნების ძალებს, ზამთარს და გაზაფხულს უპირისპირებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისტორიულ ხანაში მან სხვა შინაარსი მიიღო და უცხოელ დამპყრობელთა წინააგმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ სახედ გადაიქცა. დღესდღეობით, თიანეთში „ ყველიერის“ მრავალმხრივი ღონისძიებებიდან მხოლოდ ჭიდაობა შემორჩა, რომელიც ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იმართება.



დაბა თიანეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა 22 ივნ, 2017
22 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჰემატოლოგიისა და ...
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 15 ივნ, 2017
დაბა თიანეთში სპორტული კლუბის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ავარიული კედლის აღდგენა; სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია; ...
ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ 10 ივნ, 2017
10 ივნისს, ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების თანამშრომლებს მორიგი ტრენინგი ...
სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი 9 ივნ, 2017
9 ივნისს ააიპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია აკადემიური კონცერტი გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მორიგი სამუშაო თათბირი 6 ივნ, 2017
6 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა გამგებლის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო თათბირი გამართა. ამასთან, დღეს, პროექტის „ეთიკა საჯარო ...
"ოფთალმიჯის" მორიგი აქცია თიანელებისთვის 2 ივნ, 2017
2 ივნისს, საყოველთაო დაზღვევისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, 18 თიანელს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია გაუკეთდა. 2016 თებერვალში თიანეთს სტუმრობდა ...
"ეთიკა საჯარო სამსახურში" პირველი სამუშაო შეხვედრა 27 მაი, 2017
27 მაისს, დ.თიანეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული ტრენერები რევაზ ეგაძე და თამარ კაპანაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ...
26 მაისი, 2017 წელი 26 მაი, 2017
მიმდინარე წლის 26 მაისს თიანეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულთან ერთად, გენიალური ქართველი პოეტის, მსოფლიოს ...
გამწვანების აქცია ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში 20 მაი, 2017
20 მაისს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ...
აწარმოე საქართველოში 16 მაი, 2017
16 მაისს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი ირინე ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით